1. სურსათის შესახებ ინფორმაცია არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. მათ შორის:
ა) შეცდომაში შემყვანი არ უნდა იყოს ინფორმაცია სურსათის მახასიათებლების, კერძოდ მისი ბუნების, სახეობის, თვისებების, შემადგენლობის, რაოდენობის, ვარგისიანობის ვადის, წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილის, წარმოების ან დამზადების მეთოდის შესახებ;
ბ) არ უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სურსათის ისეთი თვისებებისა და ზეგავლენის შესახებ, რაც სურსათს არ ახასიათებს;
გ) არ უნდა მიუთითებდეს, რომ სურსათს ახასიათებს განსაკუთრებული თვისებები, როდესაც ფაქტობრივად ეს თვისებები სხვა მსგავს სურსათსაც ახასიათებს, განსაკუთრებით, განსაზღვრული ინგრედიენტების ან/და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) შემცველობის ან არშემცველობის შესახებ;
დ) ვიზუალურად, აღწერით ან გრაფიკული გამოსახულებით არ უნდა მიუთითებდეს სურსათში იმ საკვები ნივთიერების (ნუტრიენტები) ან ინგრედიენტის შემცველობის შესახებ, როდესაც იგი აღნიშნული სურსათის ბუნებრივ კომპონენტს წარმოადგენს, ან ინგრედიენტი, რომელიც ჩვეულებრივ ამ სურსათში გამოიყენება, შეცვლილია სხვა კომპონენტით ან სხვა ინგრედიენტით.
2. სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო და მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები.
3. სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ, გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა.
4. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება, ასევე:
ა) რეკლამის მიმართ;
ბ) სურსათის წარდგენის მიმართ, კერძოდ მათი ფორმის, გარეგანი სახის ან შეფუთვის, გამოყენებული შესაფუთი მასალის, მათი განთავსების მეთოდის და ადგილის მიმართ, სადაც მათი წარდგენა ხდებ