1. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია ადვილად უნდა იქნეს ხელმისაწვდომი და წარდგენილი უნდა იყოს ყველა სახეობის სურსათისათვის ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

2. დაფასოებული სურსათის შემთხვევაში, სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია თვალსაჩინოდ უნდა იქნეს განთავსებული უშუალოდ შეფუთვაზე ან მასზე მიმაგრებულ  ეტიკეტზე.

3. დაუფასოებელი სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის განთავსება უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 31-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისა