1. დისტანციური რეალიზაციისას, როდესაც ხდება დაფასოებული სურსათის შეთავაზება დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, სავალდებულო მონაცემების ჩამონათვალი უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან:
ა) სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია, გარდა ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემისა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესყიდვის განხორციელებამდე და ასახული უნდა იქნეს დისტანციური რეალიზაციის თანმხლებ მასალაში ან ბიზნესოპერატორის მიერ მკაფიოდ განსაზღვრული სხვა შესაბამისი საშუალებებით. სხვა შესაბამისი საშუალებების გამოყენებისას, ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მომხმარებლისათვის დამატებითი დანახარჯების დაკისრების გარეშე;
ბ) სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იქნეს სურსათის გადაცემის (მიწოდების) დროს.
2. დაუფასოებელი სურსათის დისტანციური რეალიზაციისას, როდესაც ხდება შეთავაზება დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების მიწოდება უნდა განხორციელდეს ტექნიკური რეგლამენტის 31-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება სურსათზე, რომლის რეალიზაცია ხდება სავაჭრო გასაყიდი ავტომატიდან ან ავტომატური სავაჭრო სათავსიდა