1. მინის ბოთლებზე, რომლებიც განკუთვნილია განმეორებითი გამოყენებისათვის, რომლებზეც შეუძლებელია ინფორმაციის წაშლა და, შესაბამისად, არ აქვთ ეტიკეტი, რგოლი ან საყელო, განთავსებული უნდა იქნეს მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ე“, „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.
2. შეფუთულ ან ტარაში მოთავსებულ სურსათის შეფუთვაზე ან ეტიკეტზე, თუ მისი ყველაზე დიდი ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, სავალდებულოა წარდგენილ იქნეს მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების წარდგენა უნდა მოხდეს სხვა საშუალებებით ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.
3. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემი არ არის სავალდებულო დანართი №4-ით - „სურსათი, რომელთათვისაც არ არის სავალდებულო კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა“ განსაზღვრული სურსათისათვის.
4. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები არ არის სავალდებულო სასმელისათვის, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა 1,2%-ს აღემატებ