ამ ტექნიკური რეგლამენტის 31-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მათი მითითება ინგრედიენტების ჩამონათვალში უნდა მოხდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და სადაც გარკვევით, ზუსტად იქნება მითითებული დანართი №1-ით განსაზღვრული ნივთიერებების ან პროდუქტების დასახელებები;
ბ) დანართი №1-ით განსაზღვრული ნივთიერებების ან პროდუქტების დასახელებები გამოყოფილი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად ისე, რომ მკვეთრად განსხვავდებოდეს ინგრედიენტების სხვა ჩამონათვალისაგან (მაგალითად, შრიფტის ან ფონის სტილითა და ფერით). ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ბ.ა) თუ არ არის ინგრედიენტების ჩამონათვალი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების მითითებისას გამოყენებული უნდა იქნეს სიტყვა „შეიცავს“ და შემდეგ, იმ ნივთიერების ან პროდუქტის დასახელება, რომელიც მოცემულია დანართი №1-ში;
ბ.ბ) თუ დანართი №1-ით განსაზღვრული ერთი ნივთიერებიდან ან პროდუქტიდან მიღებულია სურსათის რამდენიმე ინგრედიენტი ან დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი, ეტიკეტზე გარკვევით უნდა იქნეს მითითებული თითოეული ინგრედიენტი ან დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი;
ბ.გ) ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების მითითება არ არის სავალდებულო, თუ სურსათის დასახელება აშკარად მიუთითებს დანართი №1-ით განსაზღვრული ნივთიერების ან პროდუქტის შემცველობაზ