1. სურსათი/ცხოველის საკვები მიჩნეული იქნება ბიოპროდუქტად თუ ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე, რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, აღნიშნულია ტერმინები: „ბიოლოგიური“, „ორგანული“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“, მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, აბრევიატურა, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, ან/და ლოგო.
2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტერმინების გამოყენება იმ სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე, რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, რომლის წარმოება არ ხდება ბიოწარმოების წესების შესაბამისად.
3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტერმინების გამოყენება იმ სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე, რეკლამასა და კომერციულ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს ან მიღებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან.
4. ბიოწარმოებით მიღებული სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ნიშანდებაზე, ინგრედიენტების ჩამონათვალსა და მხედველობის იმავე არეში, სადაც სავაჭრო აღწერილობაა, პირველ პუნქტში მითითებული ტერმინების გამოყენება დასაშვებია, თუ სურსათი/ცხოველის საკვები:
ა) შეიცავს სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის სხვა ინგრედიენტებს, რომელთაგან ყველა „ბიო“ წარმოშობისაა;
ბ) აკმაყოფილებს წესების მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტირება/ნიშანდება ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ბიოწარმოების მეთოდზე მინიშნება უნდა გაკეთდეს მხოლოდ ბიოინგრედიენტებთან დაკავშირებით. ამასთან მიეთითოს ბიოინგრედიენტების პროცენტული შემცველობა ინგრედიენტების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში. აღნიშნული წარმოდგენილი იქნეს ისეთივე ფერის, შრიფტისა და ზომის ასოებით, როგორითაც წარმოდგენილია სხვა ინგრედიენტებზე მინიშნებები.
6. კონვერსიის პერიოდში მყოფი მეურნეობის მცენარეული წარმოშობის პროდუქტის ეტიკეტირება/ნიშანდება, როგორც „ბიოწარმოებაზე გარდამავალი პროდუქტი“ ან „კონვერსიაზე მყოფი პროდუქტისა“, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეურნეობაში ეს წესები დაცული იქნება 12 თვის განმავლობაში.
7. კონვერსიის პერიოდის ეტიკეტირება/ნიშანდება უნდა განსხვავდებოდეს სრული ბიოწარმოების ეტიკეტირება/ნიშანდებისაგან და შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი და მოიცავდეს სიტყვებს: „ბიოწარმოებაზე გარდამავალი პროდუქტი“ ან „კონვერსიის პერიოდის პროდუქტი”.
8. კონვერსიის პერიოდის პროდუქტზე, რომელიც მხოლოდ ერთი ინგრედიენტისაგან შედგება ეტიკეტის/ნიშანდების თვალსაჩინო ადგილას დატანილი უნდა იქნეს - „ბიოწარმოებაზე გადასვლა“.
9. დაუშვებელია მეცხოველეობის პროდუქტების ეტიკეტირება/ნიშანდება, როგორც „ბიოწარმოებაზე გარდამავალი (ან კონვერსიის) პერიოდის პროდუქტი“.
10. ეტიკეტზე/ნიშანდებაზე და თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იქნეს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და/ან ლოგ