1. მეურნეობა/წარმოება რომელიც გადადის ბიომეურნეობაზე/ბიოწარმოებაზე, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კონვერსიის პერიოდი (ბიომეთოდების გამოყენებით მართვა)  დაიწყოს ოპერატორსა და სერტიფიკაციის  ორგანოს შორის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების  შესაბამისად;

ბ)  სერტიფიკაციის ორგანომ, წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო კულტურისა და ცხოველისათვის კონკრეტულად უნდა დაადგინოს კონვერსიის პერიოდი.

2. მემცენარეობის მეურნეობის კონვერსის პერიოდი განისაზღვრება:

ა) ორი წლით, თუ ერთწლიანი მცენარის დათესვამდე ან საძოვრისა და სათიბის გამოყენებამდე ორი წლის, ხოლო მრავალწლიანი კულტურის შემთხვევაში მოსავლის აღებამდე 3 წლის განმავლობაში მიწა იმართებოდა  წესების შესაბამისად;

ბ) კონვერსიის პერიოდის შემცირება დასაშვებია, თუ ოპერატორი სერტიფიკაციის ორგანოს წარუდგენს საკმარის დასაბუთებას, რომ მეურნეობის მიწის ნაკვეთი არ მუშავდებოდა, ან მუშავდებოდა მხოლოდ  წესებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) იქ, სადაც დადასტურებულია, რომ მიწა დაბინძურდა ამ წესებით დაუშვებელი ნივთიერებებით, სერტიფიკაციის ორგანომ უნდა მოითხოვის კონვერსიის პერიოდის თავიდან დაწყება.

3.თუ მეურნეობაში გამოყენებული სათესლე ან ვეგეტაციური გამრავლების მასალა კონვერსიულია, მოსავალი სულ მცირე 12 თვის განმავლობაში არ უნდა გაიყიდოს, როგორც ბიოპროდუქტი.

4. ცხოველისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის კონვერსიაზე გადაყვანის გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობაა არანაკლებ:

ა) მეხორცული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის - 12 თვე;

ბ) წვრილფეხა პირუტყვისა და ღორისათვის - 6 თვე;

გ) მერძეული საქონლისათვის - 6 თვე;

დ) კვერცხმდებელი ქათმებისათვის - 6 კვირა;

ე) მეხორცული ქათმებისათვის - 10 კვირა;

ვ) მეფუტკრეობისათვის – 1 წელი;

ზ) აკვაკულტურისათვის - კონკრეტული  ცხოველის ერთი სასიცოცხლო ციკლი მაინც, ან სულ მცირე 12 თვე.

5.ცხოველის საკვებად გამოყენებულ საძოვრის გარდამავალი პერიოდი შეიძლება შემცირდეს ერთ წლამდე;

6. იმ შემთხვევაში, თუ საძოვარზე  არ არის გამოყენებული ბიოწარმოებაში დაუშვებელი  ნივთიერებები, კონვერსიის (გარდამავალი) პერიოდის შემცირება შესაძლებელია 6 თვემდე;

7. სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დასაშვებია კონვერსიის პერიოდის ხანგძლივობის ცვლილება.

8. კონვერსიის პერიოდში ცვილი მთლიანად უნდა შეიცვალოს ბიოცვილით. ფუტკრის ახალი ოჯახების შექმნისას ან კონვერსიის პერიოდში დასაშვებია კონვენციური ფუტკრის ცვილის გამოყენება, თუ ბაზარზე ბიოცვილი ხელმისაწვდომი არ არის და დასტურდება, რომ გამოყენებული ცვილი არ არის დაბინძურებული ამ წესებით   დაუშვებელი ნივთიერებები