წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების გარდა,  მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვის, ღორის, ლოგომორფის, შინაური ფრინველის, ასევე ფუტკრისა და წყლის ცხოველის ბიოწარმოებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი სპეციფიკური წესები:

ა)უზრუნველყოფილი იქნეს ნიადაგის ბიოლოგიური შემად-გენლობის გაუმჯობესება;

ბ) ნაკელის გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ გამოირიცხოს მძიმე მეტალებით ან პათოგენური ორგანიზმებით კულტურების, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება;

გ)  მეცხოველეობის ბიომეურნეობაში  ჯიშები  უნდა შეირჩეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტენსიური წარმოების ზოგიერთი ჯიშისათვის დამახასიათებელი მდგომარეობა, როგორიცაა უეცარი სიკვდილი, მშობიარობა, რომელიც მოითხოვს საკეისრო კვეთას, უეცარი აბორტი და ღორის სტრესის სინდრომი;

დ)მეცხოველეობის ბიომეურნეობა/ბიოწარმოება და კონვერსიული მეურნეობა/წარმოება პარალელურად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები, სადაც ცხოველის მოშენება ხდება, ასევე ცხოველის საკვები, ნაკელი და ცხოველებისაგან მიღებული სხვა პროდუქტები განცალკევებულია ბიომეურნეობის/ბიოწარმოებისაგან;

ე) დაუშვებელია ერთი და იგივე საწარმოო ერთე-ულში/მეურნეობაში ბიოლოგიური და არაბიოლოგიური მეთოდებით ერთი და იმავე ცხოველის მოშენება, გარდა ფუტკრისა;

ვ)  ბიომეურნეობაში,  გამრავლების მიზნით, დასაშვებია ცხოველის შემოყვანა   დანართი N3-ით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტი ჩაითვლება „ბიოპროდუქტად”  მე-11 მუხლით  განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ;

ზ) ცხოველი, რომელიც იმყოფება მეურნეობაში კონვერსიის პერიოდის დასაწყისიდან, აგრეთვე მისგან მიღებული პროდუქტი, შეიძლება ჩაითვალოს „ბიოპროდუქტად” მე-11 მუხლით    განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ;

თ) ბუნებრივი კატასტროფის, ეპიზოოტიის  ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში, ცხოველების მასობრივად განადგურებისას, სერტიფიკაციის ორგანომ შესაძლებელია დაუშვას მეურნეობის განახლება ცხოველებით არაბიოლოგიური მეურნეობიდან;

ი) ცხოველს უნდა ჰქონდეს დაბინავებისა და ძოვების ისეთი პირობები, რომელიც დააკმაყოფილებს მის ბუნებრივ, ქცევით და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ცხოველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის სუფთა წყლით, საკვებით, სუფთა ჰაერით და ბუნებრივი განათებით.   დაცული ჭარბი დღის სინათლის, ტემპერატურის, წვიმის, ქარის, ტენის, მტვრისა და ტოქსიკური აირებისაგან,  დაავადებებისა და პარაზიტებისაგან;

კ) ცხოველის სადგომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

კ.ა)  ჰქონდეს ცხოველის მოთხოვნილების შესატყვისი დასაწოლი და დასასვენებელი სივრცე, ცხოველები დაცული იყვნენ ტრავმებისგან და შეეძლოთ ბუნებრივად დგომა და ყველა სახის ბუნებრივი მოძრაობის შესრულება. ცხოველთა დაბინავებისათვის სადგომების მინიმალური ფართობი დადგენილია   დანართი N 4-ით;

კ.ბ)   ჰქონდეს გლუვი, მაგრამ არა სრიალა იატაკი და მისი ნახევარი მაინც  უნდა იყოს მყარი და ეფინოს საკმარისი რაოდენობის მშრალი საფენი - ნამჯა, ნახერხი, თივა,  ქვიშა, ტორფი, ან სხვა სახის ბუნებრივი მასალები;

კ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სადგომში დღის ბუნებრივი ხანგრძლივობა გაზრდილია ხელოვნური განათებით, ღამის დასვენება, ხელოვნური განათების გარეშე, უნდა გრძლდებოდეს სულ მცირე  8 საათი;

კ.დ) დაშვებულია მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატის განთავსება, თუ ცხოველს მასთან შეხება არ ექნება, ცხოველი ასევე ვერ უნდა შეეხოს იმ  მასალებს, რომლებიც დამუშავებულია ტოქსიკური საშუალებებით;

კ.ე) სერტიფიკაციის ორგანოს თანხმობის გარეშე დაუშვებელია ერთ კვირაზე მეტი ასაკის ხბოების ინდივიდუალურ სადგომში(ბოქსში), ასევე გოჭებისა გალიებში დამწყვდევა;

ლ)  მეცხოველეობის ბიოწარმოებაში უნდა არსებობდეს ადგილი ცხოველის  გასუფთავებისა და გამრავლებისათვის, ასევე ექსკრემენტების დასაგროვებლად;

მ) ცხოველები უნდა გაერთიანდეს ჯგუფებში (ჯოგი, ფარა), გარდა ღორებისა, რომლებიც შეიძლება იზოლირებული იყვნენ მაკეობის ბოლო ეტაპებზე და ძუძუს წოვების პერიოდში;

ნ) ღია ტერიტორიაზე  ბიომეურნეობის ცხოველი განცალკევებული უნდა იყოს სხვა ცხოველისაგან. მათი საერთო საძოვარზე ძოვება დასაშვებია, თუ ძოვება არ ხდება ერთდროულად და საძოვრის დასამუშავებლად არ გამოუყენებიათ ამ წესებით  აკრძალული ნივთიერებები სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მაინც;

ო) გადაძოვების, აგრეთვე ცხოველებით ან ნაკელის მიმოფანტვით გამოწვეული ნიადაგის გამოფიტვის, ეროზიისა და დაბინძურების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, საძოვრის ერთეულ ფართობზე უნდა შეიზღუდოს ცხოველთა რაოდენობა. ცხოველთა მაქსიმალური რაოდენობა ჰექტარზე განსაზღვრულია დანართი N5-ით;

პ) დაუშვებელია ცხოველის დაბმა და/ან იზოლაცია,   გარდა ვეტერინარული მიზნებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია მათი უსაფრთხოების დაცვა. ასეთ შემთხვევაში მათ კვირაში ორჯერ მაინც უნდა ჰქონდეთ ღია სივრცეში გასვლის საშუალება;

ჟ) სტრესის აცილების მიზნით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ცხოველის ტრანსპორტირების და  ასევე დაკვლის ხანგძლივობა;

რ) მეცხოველეობის ბიომეურნეობაში უპირატესობა ენიჭება გამრავლების ბუნებრივ მეთოდებს, თუმცა დაშვებულია ხელოვნური განაყოფიერებაც;

ს) დასაშვებია არა ბიომეურნეობის ცხოველის საჯიშედ გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბიომეურნეობის ცხოველი არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი რაოდენობით ჯოგის ან ნახირის პირველადი ჩამოყალიბებისას, სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადგენილი ვადების შესაბამისად და იმ პირობით, რომ მათი მოვლა ბიოწესების დაცვით დაიწყება ცხოველის დედის რძით კვების მოშორებისთანავე;

ტ) ცხოველთა დაავადებების პრევენციის მიზნით, საჭიროა სათანადო ჯიშების შერჩევა, ასევე კარგი მეცხოველეობის პრაქტიკის, ხარისხიანი და უვნებელი საკვების, სათიბის, საძოვრის, ცხოველების სათანადო სიმჭიდროვის, სადგომის მოწყობისა და ჰიგიენური პირობების დაცვა;

უ) ცხოველთა მკურნალობისათვის დაშვებულია იმუნოლოგიური ვეტერინარული საშუალებების გამოყენება;

ფ) დაუშვებელია ზრდის სტიმულატორებისა და სინთეზური ამინომჟავების გამოყენება;

ქ) ვაქცინაცია და ეპიზოოტიური ღონისძიებები ბიომეურნეობაში უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

ღ) იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს 12 თვის განმავლობაში მკურნალობის სამი კურსი უტარდება სინთეზური ქიმიური ალოპათიური საშუალებებით, ან  უტარდება მკურნალობის ერთი კურსი და მისი ასაკი 12 თვეზე ნაკლებია, არ შეიძლება ამ ცხოველის პროდუქტის გაყიდვა, როგორც ბიოპროდუქტისა და მათთვის თავიდან უნდა დაიწყოს კონვერსიის პერიოდი. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ხორციელდება ვაქცინაცია, პარაზიტების ან ცხოველთა სავალდებულო განადგურება;

ყ) დაუშვებელია ცხოველთა დაავადებათა პრევენციისათვის ქიმიური სინთეზით მიღებული ალოპათიური ვეტერინარული საშუალებებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება;

შ) აუცილებლობის შემთხვევაში, თუ სხვა საშუალება ხელმისაწვდომი არ არის, ვეტერინარული მკურნალობისას დასაშვებია გენმოდიფიცირებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, ამ შემთხვევაში ცხოველი საჭიროებს კონვერსიის პერიოდის თავიდან გავლას;

ჩ) დაუშვებელია ემბრიონის ტრანსპლანტაციისა და რეპროდუქციის ჰორმონების გამოყენება;

ც) ცხოველის ტანჯვის თავიდან აცილების მიზნით, დაავადების მკურნალობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ ფიტოთერაპიული, ჰომეოპათური და სხვა საშუალებების გამოყენება უშედეგოა, განსაზღვრული პირობების მკაცრად დაცვით, დასაშვებია ქიმიური სინთეზით მიღებული ალოპათური მედიკამენტების, მათ შორის ანტიბიოტიკების გამოყენება. ამ შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, უნდა განისაზღვროს მკურნალობის კურსის და პრეპარატის მოხსნის პერიოდებთან დაკავშირებული შეზღუდვები;

ძ)  სინთეზური  ვეტერინარული საშუალებების გამოყენებისას, პროდუქციის გამოშვებისათვის აუცილებელი ლოდინის პერიოდი კონვერსიულთან შედარებით ორჯერ იზრდება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პერიოდი სულ მცირე 48 საათს უნდა შეადგენდეს;

წ) ცხოველის კვებითი მოთხოვნები, უნდა დაკმაყოფილდეს მათი განვითარების ეტაპების შესაბამისად და ცხოველის საკვებად გამოყენებული უნდა იქნეს  დანართი N6-ით განსაზღვრული საკვები, დანამატები და ნივთიერებები. კვება უნდა იყოს ბალანსირებული და კვების რეჟიმი უეცრად არ უნდა შეიცვალოს;

ჭ) ცხოველი უნდა იკვებებოდეს ბიოსაკვებით, რომლის 50%  ბიომეურნეობაში, ან იმავე რეგიონში არსებულ სხვა ბიომეურნეობაში მზადდება. დასაშვებია საკვების 30% იყოს კონვერსიული მეურნეობიდან;

ხ) თუ შეუძლებელია საკმარისი რაოდენობის ბიოსაკვების მოპოვება, საკვების წლიური რაოდენობის 10% შეიძლება შეივსოს არაბიომეურნეობის საკვებით, იმ პირობით, რომ ასეთი საკვები არ შეადგენს ცხოველის დღიური ულუფის 25%-ზე მეტს; გადარეკვის პერიოდში არა ბიომეურნეობიდან  მიღებული საკვები არ უნდა აღემატებოდეს მთელი წლის საკვები რაციონის 10%-ს;

ჯ) ცხოველი ინარჩუნებს ბიოლოგიურის  სტატუსს, თუ მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საკვების მშრალი მასის 80%  „ბიო“-ა;

ჰ) განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების, ტოქსიკური დაბინძურების, ხანძრის ან სხვა მიზეზების გამო  საკვების განადგურებისას სერტიფიკაციის ორგანომ დროებით შეიძლება დაუშვას  არაბიოსაკვების გამოყენება;

ჰ1) მცოხნელი ცხოველის კვების რაციონის მშრალი მასის 60% (50%-მდე მაინც მოგების პერიოდში) უნდა იყოს უხეში საკვები, ფურაჟი ან სილოსი;

ჰ2) ახალშობილი ძუძუმწოვრები უმჯობესია  იკვებებოდნენ   დედის რძით,  სულ მცირე:

ჰ2.ა) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 3 თვე;

ჰ2.ბ) წვრილფეხა პირუტყვი - 45 დღე;

ჰ2.გ) გოჭი - 40 დღე;

ჰ3)დაუშვებელია იძულებითი კვება. სადგომში საქონლის გასუქების ფაზა  არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს და მათი მთლიანი სასიცოცხლო პერიოდის 20%-ს ;

ჰ4 )დაუშვებელია ცხოველთა დიეტა, რამაც შეიძლება ანემია გამოიწვიოს;

ჰ5)დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის ნებადართულია მხოლოდ დანართი  N 7-ით დადგენილი  ნივთიერებების გამოყენება;

ჰ6 ) არ უნდა მოხდეს ცხოველის კუდის მოკვეთა ელასტიკური ლენტით, შანთით ან მსგავსი მეთოდების გამოყენებით, კბილების დაჭრა ან გაქლიბვა,  რქების მოცილება. ზოგიერთი ასეთი პროცედურა შეიძლება განხორციელდეს სერტიფიკაციის ორგანოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე უსაფრთხოების, ცხოველის ჯანმრთელობის გაუმჯობესების, კეთილდღეობის ან ჰიგიენური მიზნებით. სერტიფიკაციის ორგანოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე შეიძლება განხორცილედეს  ფიზიკური კასტრაცია. ყველა სახის პროცედურა უნდა ჩაატაროს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალმა,  ცხოველის ტანჯვა მინიმუმადე უნდა იქნეს დაყვანილი, საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართონ ანესთეზიას;

ჰ7)ტრანსპორტირებისას უნდა შემცირდეს ცხოველების სტრესი და ტრავმის ალბათობა. აკრძალულია ელექტროსტიმულაციის გამოყენება ცხოველების სამოძრაო ტრაექტორიის იძულებითი შეზღუდვის მიზნით. დაუშვებელია ქიმიური ტრანკვილიზატორებისა და სტიმულატორების გამოყენება ტრანსპორტირებამდე ან ტრანსპორტირების დრო