ბიოწარმოების ზოგადი პრინციპებია:
ა) ბიოწარმოების დაგეგმვისა და მართვისას, მხოლოდ ეკოსისტემის შიდა ბუნებრივი რესურსების ცოცხალი ორგანიზმების და წარმოების ბიოლოგიური და მექანიკური მეთოდების გამოყენება;
ბ) რისკის შეფასების საფუძველზე, ბიოპროდუქციის დაბინძურებისა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული და საკონტროლო ღონისძიებების გატარება;
გ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან გმო-დან მიღებული პროდუქტების გამოყენების აკრძალვა, გარდა ვეტერინარული დანიშნულების სამკურნალო საშუალებებისა;
დ) მაიონიზებელი რადიაციის გამოყენების აკრძალვა სურსათის/ცხოველის საკვების ან მათი დამზადებისას გამოყენებული სასურსათო ნედლეულის დამუშავებისათვის;
ე) მემცენარეობაში ჰიდროპონული წარმოების აკრძალვა;
ვ) გარე რესურსების გამოყენებისას მხოლოდ ბიოწარმოებიდან მიღებული რესურსებით, ბუნებრივი ნივთიერებებითა და მცირედ ხსნადი მინერალური სასუქებით სარგებლობა;
ზ) არაგანახლებადი რესურსებისა და გარე რესურსების გამოყენების მაქსიმალური შეზღუდვა;
თ) ქიმიური სინთეზური ნივთიერებების გამოყენების მკაცრად შეზღუდვა, გარდა ამ დადგენილების დანართებით დაშვებული ნივთიერებებისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მართვის სხვა მეთოდი, მიუწვდომელია ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთიერებები ან/და აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთიერებები საფრთხეს უქმნიან გარემოს;
ი) ბიომეურნეობის მოსაზღვრედ მდებარე კონვერსიული მეურნეობიდან დაბინძურების თავიდან აცილება, შესაბამისი ღონისძიებების გატარებით;
კ) ოპერატორის მიერ, ორგანული მართვის სისტემის უზრუნველყოფისათვის, სათანადო, დეტალური ჩანაწერების წარმოება განხორციელებული ღონისძიებებისა და გამოყენებული საშუალებების შესახებ, მათ შორის ბიოლოგიური და კონვერსიული წარმოების გამიჯვნის თვალსაჩინოებისათვის;
ლ) ბიომეურნეობაში/წარმოებაში დაშვებულია მხოლოდ ამ დადგენილების დანართებით ნებადართული ნივთიერებებისა და საშუალებების გამოყენებ