1. აკვაკულტურის ბიოწარმოება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ბიოწარმოების წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
2. დაუშვებელია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის პროდუქციის ეტიკეტზე, ნიშანდებაზე, რეკლამაში ან/და კომერციულ დოკუმენტში ტერმინების „ბიოლოგიური“, „ორგანული“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“ ან მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაციის, აბრევიატურის, სიმბოლოს, სავაჭრო ნიშნის, ან/და ლოგოს გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ აკვაკულტურის პროდუქციის წარმოება არ ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიოწარმოების წესების შესაბამისა