1. საზღვაო წყლებსა და შიდა წყლებში − წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში, აგრეთვე ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ხორციელდება ეკოლოგიური მონიტორინგი.
2. ეკოლოგიური მონიტორინგის მიზანია წყლის ეკოსისტემების და ზედაპირული წყლის ხარისხის დაცვა.
3. ეკოლოგიური მონიტორინგის ფარგლებში ხორციელდება:
ა)აკვაკულტურის სუბიექტის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
ბ) რისკების შეფასება და შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავებ