1. აკვაკულტურაში გამოსაყენებელი ვეტერინარული პრეპარატები და სხვა სამკურნალო საშუალებები რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

2. ბიზნეოპერატორი ვალდებულია ადამიანის სურსათად (როგორც გადამუშავებული, ასევე გადაუმუშავებელი) მოხმარებისთვის ბაზარზე განათავსოს მხოლოდ:

ა) აკვაკულტურის ის პროდუქცია, რომელიც არ შეიცავს ნარჩენებს, რომელთა შემცველობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს;

ბ) აკვაკულტურის ის პროდუქცია, კვალის სახით არ შეიცავს აკრძალული ნივთიერებას (სუბსტანციას) და საშუალებებს;

გ) აკვაკულტურის ცხოველი, რომლის მიმართ არ იქნა გამოყენებული აკრძალული ნივთიერება (სუბსტანცია) და საშუალებები, ან რომელსაც არ გაუვლია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრძალული მკურნალობა;

დ) აკვაკულტურის ცხოველი, რომლის მიმართ გამოყენებული იქნა ნებადართული ნივთიერებები და საშუალებები, და შესაბამისად გასულია ამ ნივთიერების (სუბსტანციის) და საშუალების ორგანიზმიდან გამოდევნის ვადები.

3. აკვაკულტურაში გამოსაყენებელი ვეტერინარული პრეპარატები და სხვა სამკურნალო საშუალებები შენახული და გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისა