ა) ასეთი ცხოველის დაკვლა სასაკლაოზე სხვა დასაკლავი ცხოველის პარტიისგან იზოლირებულად;

ბ) ტანხორცისა და სუბპროდუქტების ამოღება და ნარჩენი ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით ყველა პროცედურის განხორციელება ტანხორციდან და სუბპროდუქტებიდან ნიმუშის აღებისათვის;

გ) ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევით დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში, ცხოველის ტანხორცის გადამუშავება მაღალი რისკის მქონე მასალის გადამამუშავებელ საწარმოში ან განადგურება კომპენსაციის გარეშე. ამ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლითა და ამ მუხლით განსაზღვრული ქმედებები.

2. სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარი, თუ მას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ცხოველების მკურნალობისათვის გამოყენებულ იქნა ნებადართული ნივთიერება (სუბსტანცია) ან საშუალება, მაგრამ არ არის დაცული მათი ორგანიზმიდან გამოდევნის ვადა, ვალდებულია გადადოს ცხოველების დაკვლა იმ დრომდე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ნარჩენების რაოდენობა არ აღემატება მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს, იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) ვეტერინარული პრეპარატებისათვის, რომლებიც შეიცავენ ბეტა-აგონისტებს, ორგანიზმიდან გამოდევნის ვადა მკურნალობის დასრულების შემდეგ არ უნდა იყოს 28 დღეზე ნაკლები;

ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ეს საჭიროა ცხოველების კეთილდღეობისათვის, ან თუ სასაკლაოს ინფრასტრუქტურა ან აღჭურვილობა-მოწყობილობები არ იძლევა ცხოველის დაკვლის გადავადების საშუალებას, დაშვებულია ცხოველების დაკვლა აკრძალვის ან გადავადების ვადის გასვლამდე. ხორცი და სუბპროდუქტები ამოღებული უნდა იქნეს სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიღებამდე. ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის დაიშვება მხოლოდ ის ხორცი და სუბპროდუქტები, რომელშიც ნარჩენების რაოდენობა არ აღემატება მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს.

3. სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია განაცხადოს იმ ხორცისა და სუბპროდუქტების შესახებ, რომელთა სურსათად მოხმარება ადამიანის მიერ დაუშვებელია და რომელშიც ნარჩენების რაოდენობა აღემატება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის დაშვებულ მაქსიმალურ ზღვარ