2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, გარკვეული პერიოდით აკრძალოს ფერმიდან ცხოველების გაყვანა, ფერმიდან ან წარმოებიდან ცხოველური პროდუქტის გატანა.

3. თუ ბიზნესოპერატორი ბაზარზე განათავსებს ცხოველს ან ცხოველურ პროდუქტს და მასში განმეორებით იქნება დარღვეული ნარჩენების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალურად დაშვებული ზღვარი, სააგენტომ ასეთ ფერმაში და წარმოებაში უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ტანხორცი და პროდუქცია ამოღებული უნდა იქნეს ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე.

4. ტანხორცი და პროდუქცია, რომელშიც ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ნარჩენების რაოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს, მიიჩნევა ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის უვარგისა