2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად, თუ ნიმუშის აღების შემდეგ დადგენილი იქნება აკრძალული მკურნალობა (გამოყენება), დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცხოველის ადგილზე დაკვლა, ან ასეთი ცხოველი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატის თანხლებით, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი სასაკლაოზე, სადაც მოხდება ცხოველის დაკვლა. ასეთი ცხოველის გადამუშავება ხდება საწარმოში, სადაც ხდება მაღალი რისკის ნედლეულის გადამუშავება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს ნიმუშის აღება ცხოველის ყველა პარტიიდან, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა არსებობდეს ეჭვი. ნიმუშის აღება ხდება ბიზნესოპერატორის ხარჯზე.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად, თუ ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგინდება, რომ ფერმის ცხოველებიდან რეპრეზენტაციული ნიმუშების გამოკვლევისას ნახევარი ან ნახევარზე მეტი რაოდენობის ცხოველი დადებითია, ბიზნესოპერატორს უნდა მიეცეს არჩევანის საშუალება ფერმაში მყოფი ყველა ცხოველის შემოწმებასა და გამოკვლეული ცხოველების დაკვლას შორის.

5. თუ ფერმა ან ფერმები ერთსა და იმავე პირს ეკუთვნის, შემდგომი არანაკლებ 12 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს მათი უფრო მკაცრი შემოწმება ამ ნარჩენებზე. ამ პერიოდის განმავლობაში შიდა მონიტორინგის სისტემა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს.

6.  ყველა ფერმა და საწარმო, რომელიც ამარაგებს სადგომს, სადაც აღმოჩენილია დარღვევები, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემოწმებებთან ერთად, ნარჩენების წარმოშობის დადგენის მიზნით ექვემდებარებიან დამატებით შემოწმებას. წარმოშობის ან გაგზავნის ფერმების მსგავსად შემოწმებას ექვემდებარება ასევე მიწოდების ჯაჭვში ყველა ფერმა და საწარმო, რომლებიც დაკავშირებულია ცხოველთან ან ცხოველის საკვებთა