1. თუ საწარმოში ან სადგომში დადასტურდება არარეგისტრირებული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) ან საშუალებების შენახვა, გამოყენება ან წარმოება, ასეთ საწარმოს სააგენტოს მიერ დროებით უნდა შეუჩერდეს აღიარება. ამ პერიოდში საწარმო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ხდება საწარმოს აღიარების გაუქმება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2019.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/01/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება