1. მონაწილე სახელმწიფოები, როცა ეს მიზანშეწონილია, მიმართავენ აკრძალული სუბსტანციების და მეთოდების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ღონისძიებებს, რათა შეზღუდონ სპორტში სპორტსმენების მიერ მათი გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთ გამოყენებას საფუძვლად უდევს თერაპიული გამოყენების ნებართვა. მათ შორისაა სპორტსმენებში აკრძალული სუბსტანციებისა და მეთოდების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებანი, და შესაბამისად, მათ წარმოებაზე, გადაადგილებაზე, შეტანაზე, განაწილებასა და გაყიდვაზე კონტროლის ღონისძიებანი.

2. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ღონისძიებებს, რათა თავიდან აიცილონ და შეზღუდონ სპორტში სპორტსმენთა მიერ აკრძალული სუბსტანციებისა და მეთოდების გამოყენება და მათი ქონა, იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი გამოიყენება თერაპიული გამოყენების ნებართვის საფუძველზე, ანდა, როცა ეს მიზანშეწონილია, ხელს უწყობენ ასეთი ღონისძიებების გატარებაში შესაბამის იურიდიულ პირებს, რომლებიც მათ იურისდიქციაში იმყოფებიან.

3. წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული არანაირი ღონისძიება ხელს არ უშლის კანონიერი მიზნით იმ სუბსტანციებისა და მეთოდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რომლებიც სხვა შემთხვევაში აკრძალულია ან კონტროლდება სპორტშ