1. სპორტში დოპინგის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მოქმედების კოორდინაციის მიზნით მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ დაიცვან კოდექსის პრინციპები, როგორც იმ ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციის მე-5 მუხლით. წინამდებარე კონვენციაში არაფერი არ აბრკოლებს მონაწილე სახელმწიფოთა მიერ კოდექსის დამატებით სხვა ზომების მიღებას.

2. კოდექსი და მე-2 და მე-3 დამატებების ყველაზე ბოლო ვერსიები მოყვანილია ინფორმაციის მიზნით და არ წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის განუყოფელ ნაწილებს. დამატებები თავისთავად არ ადგენს მონაწილე სახელმწიფოებისათვის რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს.

3. დანართები წინამდებარე კონვენციის განუყოფელი ნაწილი