ქვემოთ მოყვანილი განსაზღვრებანი გაგებული უნდა იქნეს მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო კოდექსის კონტექსტით. აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში უპირატესობა კონვენციის დებულებებს ენიჭება.
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
1. ,,დოპინგკონტროლის აკრედიტებული ლაბორატორიები“ ნიშნავს მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიებს.
2. ,,დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაცია“ ნიშნავს იმ წესების დადგენისათვის პასუხისმგებელ იურიდიულ პირს, რომლებიც ეხება დოპინგკონტროლის პროცესის ნებისმიერი ელემენტის შემუშავებას, განხორციელებას ან დაცვის უზრუნველყოფას. ასეთებს განეკუთვნება, მაგალითად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი, სხვა ორგანიზაციები, რომლებიც აწყობენ დიდ ღონისძიებებს და ახორციელებენ შესაბამის ტესტირებას, მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტო, საერთაშორისო ფედერაციები და ეროვნული დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციები.
3. ,,დოპინგსაწინააღმდეგო წესის დარღვევა“ სპორტში ნიშნავს ერთ ან რამდენიმე შემდეგ დარღვევას:
ა) აკრძალული სუბსტანციის ან მისი მეტაბოლიტების ან მარკერების არსებობა სპორტსმენის ორგანიზმიდან აღებულ სინჯში;
ბ) აკრძალული სუბსტანციის ან აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა;
გ) დოპინგსაწინააღმდეგო წესების შესაბამისად შეტყობინების მიღების შემდეგ სინჯის აღებაზე უარის თქმა ან არასაპატიო მიზეზით სინჯის ასაღებად გამოუცხადებლობა ან სინჯის აღებისათვის რაიმე სხვა ფორმით თავის არიდება;
დ) იმ მოთხოვნათა დარღვევა, რომლებიც ეხება სპორტსმენის ისეთი ტესტირების შესაძლებლობას, რომელიც არ არის შეჯიბრებასთან დაკავშირებული, მათ შორის, ისეთი შემთხვევები, როცა არ ხდება სპორტსმენის ადგილსამყოფლის შესახებ საჭირო ინფორმაციის წარდგენა და სპორტსმენი არ ცხადდება ტესტირებაზე, რომელიც გონივრული წესების საფუძველზე ინიშნება;
ე) ფალსიფიკაცია ან ფალსიფიკაციის მცდელობა დოპინგკონტროლის ნებისმიერ ეტაპზე;
ვ) აკრძალული სუბსტანციების ან მეთოდების ქონა;
ზ) ნებისმიერი აკრძალული სუბსტანციის ან ნებისმიერი აკრძალული მეთოდის გავრცელება;
თ) ნებისმიერი სპორტსმენისათვის აკრძალული სუბსტანციის ან აკრძალული მეთოდის დანიშვნა ან დანიშვნის მცდელობა, ანდა დახმარება, წახალისება, ხელშეწყობა, წაქეზება, დაფარვა ან თანამონაწილეობა ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც დოპინგსაწინააღმდეგო წესის დარღვევას ან დარღვევის ნებისმიერ მცდელობას უკავშირდება.
4. ,,სპორტსმენი“ დოპინგკონტროლის მიზნებისათვის ნიშნავს საერთაშორისო ან ეროვნულ დონეზე სპორტში ჩართულ ნებისმიერ პირს, როგორც ამას განსაზღვრავს ყოველი ეროვნული დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაცია და აღიარებენ მონაწილე სახელმწიფოები, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც ჩართულია სპორტში ან მონაწილეობს უფრო დაბალი დონის სპორტულ ღონისძიებაში, როგორც ამას აღიარებენ მონაწილე სახელმწიფოები. განათლებისა და მომზადების პროგრამების მიზნებისათვის ,,სპორტსმენი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც სპორტში არის ჩართული რომელიმე სპორტული ორგანიზაციის ეგიდით.
5. ,,სპორტსმენის დამხმარე პერსონალი“ ნიშნავს ნებისმიერ მწვრთნელს, ინსტრუქტორს, მენეჯერს, აგენტს, გუნდის შტატის წევრს, თანამდებობის პირს, სამედიცინო ან პარასამედიცინო პერსონალს, რომელიც მუშაობს სპორტსმენებთან ან მკურნალობს სპორტსმენებს, რომლებიც სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ ან ემზადებიან მონაწილეობისათვის.
6. ,,კოდექსი“ ნიშნავს მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო კოდექსს, რომელიც მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტომ მიიღო 2003 წლის 5 მარტს კოპენჰაგენში და შეტანილია წინამდებარე კონვენციის 1-ლ დამატებაში.
7. ,,შეჯიბრება“ ნიშნავს ერთჯერად რბოლას, მატჩს, თამაშს ან ცალკეულ სპორტულ ასპარეზობას.
8. ,,დოპინგკონტროლი“ ნიშნავს პროცესს, რომელიც შეიცავს ტესტების მოწყობის დაგეგმვას, სინჯების აღებას და მათთან მოპყრობას, ლაბორატორიულ ანალიზს, ტესტის შემდგომ პროცედურებს, მოსმენასა და აპელაციას.
9. ,,დოპინგი სპორტში“ ნიშნავს დოპინგსაწინააღმდეგო წესის დარღვევის შემთხვევას.
10. ,,დოპინგკონტროლის სათანადოდ უფლებამოსილი ჯგუფები“ ნიშნავს დოპინგკონტროლის ჯგუფებს, რომლებიც საერთაშორისო ან ეროვნული დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციების ხელმძღვანელობით მოქმედებენ.
11. ,,შეჯიბრებასთან დაკავშირებული ტესტირება“, იმ ტესტირებათა დიფერენცირების მიზნით, რომლებიც შეჯიბრებასთან არის და არ არის დაკავშირებული, თუ რომელიმე საერთაშორისო ფედერაციის ან სხვა შესაბამისი დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნიშნავს ტესტის ჩატარებას, როცა სპორტსმენს არჩევენ ტესტირებისთვის კონკრეტულ შეჯიბრებაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
12. ,,საერთაშორისო სტანდარტი ლაბორატორიისათვის“ ნიშნავს სტანდარტს, რომელიც შეტანილია წინამდებარე კონვენციის მე-2 დამატებაში.
13. ,,საერთაშორისო სტანდარტი ტესტირებისათვის“ ნიშნავს სტანდარტს, რომელიც შეტანილია წინამდებარე კონვენციის მე-3 დამატებაში.
14. ,,წინასწარი შეტყობინების გარეშე“ ნიშნავს დოპინგკონტროლს, რომელიც ტარდება სპორტსმენისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე და რომლის დროსაც სპორტსმენს მუდმივი მეთვალყურეობა უწესდება შეტყობინების მომენტიდან სინჯის აღებამდე.
15. ,,ოლიმპიური მოძრაობა“ გულისხმობს ყველას იმათ, ვინც თანახმაა იხელმძღვანელოს ოლიმპიური ქარტიით და აღიარებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უფლებამოსილებას, კერძოდ კი: ოლიმპიური ასპარეზობის პროგრამაში შემავალ სპორტის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, ოლიმპიური ასპარეზობის საორგანიზაციო კომიტეტები, სპორტსმენები, მსაჯები და არბიტრები, ასოციაციები და კლუბები, აგრეთვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული ყველა ორგანიზაცია და დაწესებულება.
16. ,,შეჯიბრებასთან არდაკავშირებული“ დოპინგკონტროლი ნიშნავს ნებისმიერ დოპინგკონტროლს, რომელიც შეჯიბრების დროს არ ეწყობა.
17. ,,აკრძალული ნუსხა“ ნიშნავს წინამდებარე კონვენციის I დანართში შეტანილ ნუსხას, რომელშიც მითითებულია აკრძალული სუბსტანციები და აკრძალული მეთოდები.
18. ,,აკრძალული მეთოდი“ ნიშნავს წინამდებარე კონვენციის I დანართში შეტანილ აკრძალულ ნუსხაში ასეთად აღნიშნულ ნებისმიერ მეთოდს.
19. ,,აკრძალული სუბსტანცია“ ნიშნავს წინამდებარე კონვენციის I დანართში შეტანილ აკრძალულ ნუსხაში ასეთად აღნიშნულ ნებისმიერ სუბსტანციას.
20. ,,სპორტული ორგანიზაცია“ ნიშნავს ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში სპორტული ღონისძიების გამართვის წესებს ადგენს.
21. ,,თერაპიული გამოყენების ნებართვის გაცემის სტანდარტები“ ნიშნავს სტანდარტებს, რომლებიც შეტანილია წინამდებარე კონვენციის II დანართში.
22. ,,ტესტირება“ ნიშნავს დოპინგკონტროლის პროცესის ნაწილებს, რომლებიც შეიცავს ტესტების ჩატარების დაგეგმვას, სინჯების აღებას, სინჯებთან მოპყრობას და სინჯების ტრანსპორტირებას ლაბორატორიაში.
23. ,,თერაპიული გამოყენების ნებართვა“ ნიშნავს ნებართვას, რომელიც გაიცემა თერაპიული გამოყენების ნებართვის გაცემის სტანდარტების შესაბამისად.
24. ,,გამოყენება“ ნიშნავს ხმარებას, გადაყლაპვას, ინიექციას ან ნებისმიერი აკრძალული სუბსტანციის ან აკრძალული მეთოდის ნებისმიერი სხვა სახით გამოყენებას.
25. ,,მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტო“ (WADA) ნიშნავს ფონდს ასეთი სახელწოდებით, რომელიც შვეიცარიის კანონმდებლობის შესაბამისად 1999 წლის 10 ნოემბერს დაარსდ