მონაწილე სახელმწიფოები, როცა ეს მიზანშეწონილია:
ა) ხელს უწყობენ და მხარს უჭერენ თავიანთ იურისდიქციაში მყოფი სპორტული ორგანიზაციის ან დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციის მიერ კოდექსის შესაბამისად დოპინგ-კონტროლის, მათ შორის, წინასწარი კონტროლის, ისეთი ტესტირების ჩატარებას, რომელიც უკავშირდება და არ უკავშირდება შეჯიბრებას;
ბ) ხელს უწყობენ და მხარს უჭერენ სპორტული ორგანიზაციების ან დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციების მიერ იმ შეთანხმებათა დადებას, რომლებიც მათ მონაწილეებს საშუალებას აძლევს ტესტირება გაიარონ სხვა ქვეყნების დოპინგკონტროლის სათანადოდ უფლებამოსილ ჯგუფებთან;
გ) ვალდებულებას კისრულობენ ხელი შეუწყონ თავიანთ იურისდიქციაში მყოფ სპორტულ ორგანიზაციებსა და დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა აკრედიტებული დოპინგკონტროლის ლაბორატორია გამოიყენონ დოპინგკონტროლის მიზნით ანალიზების ჩასატარებლად.
ნაწილი III. საერთაშორისო თანამშრომლო