1. წინამდებარე კონვენციით არსდება ,,სპორტში დოპინგის აღმოფხვრისათვის გამიზნული ფონდი“, შემდგომში ,,ნებაყოფლობით ფონდად“ წოდებული. ნებაყოფლობითი ფონდი იქმნება იუნესკოს ფინანსების შესახებ დებულების შესაბამისად მოზიდული მიზნობრივი სახსრებისაგან. მონაწილე სახელმწიფოების, აგრეთვე სხვა მონაწილეების ყველა შენატანი ნებაყოფლობითი ხასიათისაა.

2. ნებაყოფლობითი ფონდის სახსრები შედგება:

ა) მონაწილე სახელმწიფოთა შენატანებისაგან;

ბ) შენატანებისაგან, შეწირულობისაგან ან ნაანდერძევი ქონებისაგან, რომლებიც შეიძლება გაიღონ:

i) სხვა სახელმწიფოებმა;

ii) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის ორგანიზაციებმა და პროგრამებმა,კერძოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამამ, აგრეთვე

სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა;

iii) სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებმა ან ფიზიკურმა პირებმა;

გ) ნებაყოფლობითი ფონდის სახსრებზე დარიცხული ნებისმიერი პროცენტებისგან;

დ) ნებაყოფლობითი ფონდის სასარგებლოდ შეწირულობათა შეგროვების კამპანიების

ფარგლებში და განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად მიღებული სახსრებისაგან;

ე) ნებაყოფლობითი ფონდის შესახებ იმ დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა სახსრებისაგან, რომელსაც მხარეთა კონფერენცია შეიმუშავებს.

3. ნებაყოფლობით ფონდში მონაწილე სახელმწიფოთა შენატანები არ განიხილება მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში მონაწილე სახელმწიფოთა წილის გადახდის ვალდებულებათა სანაცვლო