1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ თავიანთი სახსრების ფარგლებში მხარი დაუჭირონ, შეიმუშაონ ან განახორციელონ განათლებისა და მომზადების პროგრამები დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. მთლიანად სპორტული გაერთიანებისათვის ეს პროგრამები გამიზნული უნდა იყოს განახლებული და ზუსტი ინფორმაციის წარდგენისათვის შემდეგ საკითხებზე:

ა) სპორტის ეთიკური ფასეულობებისათვის დოპინგით მიყენებული ზარალი;

ბ) დოპინგის გამოყენების შედეგები ჯანმრთელობისათვის.

2. სპორტსმენებისა და სპორტსმენების დამხმარე პერსონალისათვის, განსაკუთრებით მათი მომზადების საწყის ეტაპზე, ეს პროგრამები მიზნად უნდა ისახავდეს განახლებული და ზუსტი ინფორმაციის წარდგენას შემდეგ საკითხებზე:

ა) დოპინგკონტროლის პროცედურები;

ბ) სპორტსმენების უფლება-მოვალეობანი დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მათ შორის, ინფორმაცია კოდექსის და შესაბამისი სპორტული ორგანიზაციებისა და დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციების დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევის შედეგების შესახებ;

გ) აკრძალული სუბსტანციებისა და მეთოდების, აგრეთვე აკრძალული სუბსტანციების თერაპიული გამოყენების ნებართვების ნუსხა;

დ) საკვები დანამატებ