ნებაყოფლობითი ფონდის სახსრებს გამოყოფს მხარეთა კონფერენცია მის მიერ დამტკიცებულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად, კერძოდ, წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად და მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს მიზნების გათვალისწინებით, დოპინგსაწინააღმდეგო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილე სახელმწიფოთა დასახმარებლად, აგრეთვე წინამდებარე კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. ნებაყოფლობით ფონდში შენატანებს არ უნდა ერთოდეს რაიმე პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა პირობები.

ნაწილი IV. განათლება და მომზადე