მონაწილე სახელმწიფოები, როცა ეს მიზანშეწონილია:
ა) თავიანთი შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფენ სახსრებს სპორტის ყველა სახეობაში ტესტირების ეროვნული პროგრამის დაფინანსებისათვის ან დახმარებას უწევენ სპორტულ ორგანიზაციებსა და დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციებს დოპინგკონტროლის დაფინანსებაში პირდაპირი სუბსიდიების ან დოტაციების სახით, ანდა ასეთი კონტროლის ხარჯების ჩათვლის ფორმით, როცა დგინდება ამ ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი სუბსიდიებისა ან დოტაციების საერთო თანხა;
ბ) იღებენ ზომებს, რათა სპორტულ საქმიანობასთან დაკავშირებით ფინანსური მხარდაჭერა შეუწყდეთ იმ ცალკეულ სპორტსმენებსა და მათ დამხმარე პერსონალს, რომლებიც მოხსნეს დოპინგსაწინააღმდეგო წესის დარღვევის გამო, მათ მიმართ სანქციის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში;
გ) ნაწილობრივ ან მთლიანად უწყვეტენ ფინანსურ ან სპორტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მხარდაჭერას ნებისმიერ სპორტულ ორგანიზაციას ან დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციას, რომელიც არღვევს კოდექსს ან კოდექსის შესაბამისად დადგენილ დოპინგსაწინააღმდეგო წესებ