აღიარებენ რა, რომ სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ უზრუნველყოფილი იქნა წინასწარი შეტყობინების გარეშე სპორტსმენთა ტესტირება და ლაბორატორიაში ანალიზისათვის სინჯების დროული ტრანსპორტირება, მონაწილე სახელმწიფოები, როცა ეს მიზანშეწონილია და შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასა და პროცედურებს შეესაბამება:
ა) მასპინძელი ქვეყნების შესაბამისი ნორმატიული დებულებების დაცვის პირობით ხელს უწყობენ მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს და დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციებს, რომლებიც კოდექსის შესაბამისად მოქმედებენ, მათი სპორტსმენების შეჯიბრებასთან დაკავშირებული და შეჯიბრებასთან არდაკავშირებული დოპინგკონტროლის ჩატარებაში როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ბ) ხელს უწყობენ დოპინგკონტროლის ღონისძიებათა განხორციელებისას დოპინგკონტროლის სათანადოდ უფლებამოსილი ჯგუფების მიერ საზღვრების დროულად გადალახვის უზრუნველყოფას;
გ) თანამშრომლობენ იმ მიზნით, რათა ხელი შეუწყონ სინჯების დროულ ტრანსპორტირებას ან საზღვარზე გადაადგილებას იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება და დაცვა;
დ) ხელს უწყობენ დოპინგკონტროლის იმ ღონისძიებათა საერთაშორისო კოორდინაციის უზრუნველყოფას, რომლებსაც ახორციელებენ დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციები, და ამ მიზნებისათვის თანამშრომლობენ მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოსთან;
ე) განავითარებენ თავიანთ იურისდიქციაში არსებული დოპინგკონტროლის ლაბორატორიების თანამშრომლობას სხვა მონაწილე სახელმწიფოთა იურისდიქციაში არსებულ შესაბამის ლაბორატორიებთან. კერძოდ, დოპინგკონტროლის აკრედიტებული ლაბორატორიების მქონე მონაწილე სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ, რომ მათ იურისდიქციაში არსებულმა ლაბორატორიებმა დახმარება გაუწიონ სხვა მონაწილე სახელმწიფოებს, რათა მისცენ მათ შესაძლებლობა, შეიძინონ საჭირო გამოცდილება და ჩვევები და აითვისონ საჭირო მეთოდოლოგია საკუთარი ლაბორატორიების შესაქმნელად, თუ ამას ისურვებენ;
ვ) ხელს უწყობენ კოდექსის შესაბამისად დანიშნულ დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციებს შორის ურთიერთტესტირების შესახებ ხელშეკრულებების დადებასა და რეალიზაციას;
ზ) ორმხრივ საფუძველზე აღიარებენ დოპინგკონტროლის პროცედურებსა და ტესტის შემდგომ პროცედურებს, მათ შორის, ამასთან დაკავშირებულ სპორტულ სანქციებს, რომლებსაც ნებისმიერი დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაცია მიმართავს კოდექსის შესაბამისა