მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ თავიანთი სახსრების ფარგლებში ხელი შეუწყონ დოპინგსაწინააღმდეგო გამოკვლევების ჩატარებას სპორტულ და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შემდეგ საკითხებზე:

ა) დოპინგის გამოყენების აღკვეთა და მისი აღმოჩენის მეთოდები, ქცევითი და სოციალური ასპექტები, აგრეთვე ჯანმრთელობაზე დოპინგის ზემოქმედების შედეგები;

ბ) ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მომზადების ისეთი მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამების შემუშავების გზები და საშუალებანი, რომლებიც ზიანს არ აყენებს სპორტსმენის ჯანმრთელობას;

გ) ყველა ახალი სუბსტანციისა და მეთოდის გამოყენება, რომელიც მეცნიერული პროგრესის შედეგს წარმოადგენ