1. წინამდებარე კონვენციით ფუძნდება მხარეთა კონფერენცია. მხარეთა კონფერენცია წინამდებარე კონვენციის უმაღლესი ორგანოა.

2. მხარეთა კონფერენციის მორიგი სესიები, როგორც წესი, ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

მხარეთა კონფერენციას შეუძლია გამართოს რიგგარეშე სესიები, თუ იგი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ან თუ ასეთი თხოვნით მიმართავს მონაწილე სახელმწიფოთა სულ ცოტა ერთი მესამედი.

3. მხარეთა კონფერენციაზე ყოველ მონაწილე სახელმწიფოს ერთი ხმა აქვს.

4. მხარეთა კონფერენცია ამტკიცებს თავის პროცედურის წესებ