2. კონვენციის მხარეებს, რომლებიც არ არიან ამ შეთანხმების მხარეები, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც დამკვირვებლებმა, მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, ნებისმიერი სესიის მუშაობაში. როდესაც მხარეთა კონფერენცია, მოქმედებს როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, ამ შეთანხმების ფარგლებში გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ იმ მხარეების მიერ, რომლებიც არიან ამ შეთანხმების მხარეები.
3. როდესაც მხარეთა კონფერენცია, მოქმედებს როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, მხარეთა კონფერენციის ბიუროს ნებისმიერი წევრი, რომელიც წარმოადგენს კონვენციის მხარეს, მაგრამ არ არის ამ შეთანხმების მხარე, ჩანაცვლდება დამატებითი წევრით, რომელიც აირჩევა ამ შეთანხმების მხარეების მიერ საკუთარი წარმომადგენლებისგან.
4. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, რეგულარულად განიხილავს ამ შეთანხმების შესრულებას და საკუთარი მანდატის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც საჭიროა მისი ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობისთვის. ის განახორციელებს ამ შეთანხმებით მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს და:
(ა) შექმნის ისეთ დამხმარე ორგანოებს, რომლებიც მიჩნეული იქნება საჭიროდ ამ შეთანხმების განსახორციელებლად; და
(ბ) განახორციელებს სხვა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც შესაძლოა მოთხოვნილი იქნეს ამ შეთანხმების განსახორციელებლად.
5. მხარეთა კონფერენციის პროცედურული წესები და კონვენციის ფარგლებში დამკვიდრებული ფინანსური პროცედურები, შესაბამისი ცვლილებებით, გამოყენებული იქნება ამ შეთანხმების ფარგლებში, თუ სხვაგვარად არ გადაწყდება მხარეთა კონფერენციის, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომაზე, კონსენსუსით.
6. მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, პირველი სესია, მოწვეული იქნება სამდივნოს მიერ მხარეთა კონფერენციის პირველ სესიასთან ერთად, რომელიც დაგეგმილია ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ. მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, შემდგომი რიგითი სესიები გაიმართება მხარეთა კონფერეციის რიგით სესიებთან ერთად, თუ სხვაგვარად არ გადაწყდება მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, მიერ.
7. მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, საგანგებო სესიები გაიმართება სხვა ისეთ დროს, რომელიც შესაძლოა მიჩნეული იქნეს საჭიროდ მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, მიერ, ან ნებისმიერი მხარის წერილობითი მოთხოვნით, იმ პირობით, რომ სამდივნის მიერ მხარეებისთვის ამ მოთხოვნის შეტყობინების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში მას მხარს დაუჭერს მხარეების სულ ცოტა ერთი მესამედი.
8. გაერო და მისი სპეციალიზებული სააგენტოები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ასევე ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოები და ამ ორგანიზაციების დამკვირვებლები, რომლებიც არ არიან კონვენციის მხარეები, შესაძლოა წარმოდგენილი იქნენ მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, სესიებზე როგორც დამკვირვებლები. ნებისმიერ ეროვნულ ან საერთაშორისო, სამთავრობო და არასამათავრობო ორგანოს ან სააგენტოს, რომელიც კვალიფიცირებულია ამ შეთანხმების სფეროში შემავალ საკითხებში და რომელიც აცნობებს სამდივნოს მისი სურვილის შესახებ, რომ წარმოდგენილი იყოს დამკვირვებლად მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, სესიაზე, შესაძლოა მიეცეს ასეთი ნებართვა, იმ შემთხვევის გარდა, როცა მხარეების სულ ცოტა ერთი მესამედი ამის წინააღმდეგია. დამკვირვებლების დაშვება და მხარეობა დაექვემდებარება ამ მუხლის მე-5 პარაგრაფით განსაზღვრულ პროცედურულ წესებ