2. შესაძლებლობების შექმნის პროცესი უნდა წარიმართოს ქვეყნების მიერ, დაეფუძნოს ეროვნულ საჭიროებებს, გაითვალისწინოს ეროვნული ინტერესები და ხელი  შეუწყოს ქვეყნების შიგნით პოლიტიკურ მხარდაჭრას, კერძოდ, განვითარებად ქვეყანა მხარეებში, მათ შორის, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. შესაძლებლობების შექმნა უნდა წარიმართოს მიღებული გამოცდილების, მათ შორის, კონვენციის ფარგლებში წარმოებული შესაძლებლობების შექმნის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე და უნდა იყოს ეფექტიანი, მუდმივი და მრავალმხრივი პროცესი, რომელიც დაეფუძნება თანამშრომლობას და გაითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს.

3. ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს განვითარებადი ქვეყანა მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ამ შეთანხმების განსახორციელებლად. განვითარებულმა ქვეყანა მხარეებმა უნდა გააძლიერონ მხარდაჭერა განვითარებად ქვეყანა მხარეებში შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით.

4. ყველა მხარე, რომელიც ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყანა მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას ამ შეთანხმების განსახორციელებლად, მათ შორის, რეგიონული, ორმხრივი და მრავალმხრივი მიდგომების გზით, უზრუნველყოფს შესაძლებლობების შექმნის ამ მოქმედებების ან ღონისძიებების შესახებ რეგულარულ შეტყობინებას. განვითარებადმა ქვეყანა მხარებმა რეგულარულად უნდა განახორციელონ შეტყობინება ამ შეთანხმების მიზნებისათვის შესაძლებლობების შექმნის გეგმების, პოლიტიკის, მოქმედებების ან ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის შესახებ.

5. შესაძლებლობების შექმნასთან დაკავშირებული საქმიანობა გაძლიერებული იქნება შესაბამისი ინსტიტუციური ღონისძიებებით ამ შეთანხმების განხორციელების მხარადჭერის მიზნით, მათ შორის, კონვენციის მიხედვით განსაზღვრული  შესაბამისი ინსტიტუციური ღონისძიებებით, რომლებიც ემსახურება ამ შეთანხმებას. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, თავის პირველ სესიაზე განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას შესაძლებლობების შექმნის პირველადი ინსტიტუციური ღონისძიებების შესახე