2. მხარეები აღიარებენ, რომ ადაპტაცია არის გლობალური გამოწვევა, რომელიც დგას ყველას წინაშე, ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით და რომ ადამიანების, საარსებო წყაროების და ეკოსისტემების დაცვა არის ადაპტაციის მთავარი კომპონენტი და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებაზე გრძელვადიან გლობალურ რეაგირებას, იმ განვითარებადი ქვეყანა მხარეების გადაუდებელი საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების მიმართ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან.

3. განვითარებადი ქვეყანა მხარეების ადაპტაციისკენ მიმართული ძალისხმევა აღიარებული იქნება იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც მიღებული იქნება მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  მიერ თავის პირველ სესიაზე.

4. მხარეები აღიარებენ, რომ ადაპტაციის მიმდინარე საჭიროებები მნიშვნელოვანია, შერბილების უფრო მაღალ დონეს შეუძლია შეამციროს ადაპტაციის დამატებითი მცდელობების საჭიროება და ადაპტაციის მეტი საჭიროება შეიძლება გულისხმობდეს ადაპტაციის მეტ ხარჯებს.

5. მხარეები აღიარებენ, რომ ადაპტაციასთან დაკავშირებული მოქმედებები უნდა იყენებდეს ქვეყნის მიერ მართულ, გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებულ, ჩართულობაზე დაფუძნებულ და სრულიად გამჭვირვალე მიდგომებს, მოწყვლადი ჯგუფების, საზოგადოებების და ეკოსისტემების გათვალისწინებით და უნდა წარიმართოს საუკეთესო სამეცნიერო ცოდნაზე და საჭიროების შემთხვევაში ტრადიციულ ცოდნაზე, მკვიდრი მოსახლეობის ცოდნაზე და ადგილობრივი ცოდნის სისტემებზე დაყრდნობით, ადაპტაციის ღონისძიებების შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პოლიტიკაში და მოქმედებებში ინტეგრირებისთვის, საჭიროების მიხედვით.

6. მხარეები აღიარებენ ადაპტაციის  ძალისხმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის და ამ თანამშრომლობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე განვითარებადი ქვეყანა მხარეების საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობას,  განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შდეგების მიმართ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან.

7. მხარეებმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა ადაპტაციის ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, კანკუნის ადაპტაციის ჩარჩოს გათვალისწინებით, შემდეგ საკითხებზე:

(a) ინფორმაციის,  საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილების და მიღებული გამოცდილების გაზიარება, მათ შორის, საჭიროების მიხედვით, ადაპტაციის ღონისძიებებთან დაკავშირებული სამეცნიერო ცოდნის, დაგეგმვის, პოლიტიკის  და მოქმედებების შესახებ;

(b) ინსტიტუციური ღონისძიებების, მათ შორის, კონვენციის შესაბამისად, ამ შეთანხმების მიზნებისათვის განხორციელებული ღონისძიებების გაძლიერება, შესაბამისი ინფორმაციის და ცოდნის სინთეზის ხელშეწყობის და მხარეების ტექნიკური დახმარების და რეკომენდაციების გაწევის მიზნით;

(c) კლიმატის შესახებ სამეცნიერო ცოდნის გაძლიერება, მათ შორის, კვლევა, კლიმატის სისტემაზე სისტემატური დაკვირვება და ადრეული გაფრთხილების სისტემები, ისეთი გზით, რომელიც უზრუნველყოფს კლიმატური  მომსახურების ინფორმაციული საფუძვლის შექმნას და ხელს უწყობს გადაწყვეტილებების მიღებას;

(d)  განვითარებადი ქვეყანა მხარეების დახმარება ადაპტაციის ეფექტიანი პრაქტიკის, ადაპტაციის საჭიროებების, პრიორიტეტების, ადაპტაციის მცდელობებისა და მოქმედებებისთვის გაწეული და მიღებული დახმარების, გამოწვევების და ნაკლოვანებების იდენტიფიცირებისთვის ისეთი გზით, რომელიც შეესაბამება საუკეთესო წამახალისებელ პრაქტიკას; და

(e) ადაპტაციის მოქმედებების ეფექტიანობის და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესება.

8. მისასალმებელი იქნება, თუ გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციები და სააგენტოები მხარს დაუჭერენ მხარეების ძალისხმევებს ამ მუხლის მე-7 პარაგრაფით განსაზღვრული მოქმედებების განსახორციელებლად, ამ მუხლის მე-5 პარაგრაფის დებულებების გათვალისწინებით.

9. თითოეული მხარე, საჭიროების შესაბამისად, ჩაერთვება ადაპტაციის დაგეგმვის პროცესებში და მოქმედებების განხორციელებაში, მათ შორის, შესაბამისი გეგმების, პოლიტიკის ან/და პრაქტიკის განვითარებასა და გაძლიერებაში, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს:

(a) საადაპტაციო მოქმედებების, ინიციატივების ან/და მცდელობების განხორციელებას;

(b) ადაპტაციის ეროვნული გეგმების ფორმულირების ან განხორციელების პროცესს;

(c) კლიმატის ცვლილების ზემოქმედების და მოწყვლადობის შეფასების პროცესს, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული მოქმედებების პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით, მოწყვლადი ჯგუფების, ადგილების და ეკოსისტემების გათვალისწინებით;

(d) ადაპტაციის გეგმების, პოლიტიკის, პროგრამების და მოქმედებების მონიტორინგს, შეფასებას და მათ საფუძველზე სწავლას;

(e) სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური სისტემების მდგრადობის შექმნას, მათ შორის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გზით.

10. თითოეული მხარე, საჭიროების მიხედვით, პერიოდულად წარადგენს და განაახლებს ადაპტაციის შეტყობინებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ამ მხარის პრიორიტეტებს, განხორციელებისა და მხარდაჭერის საჭიროებებს, გეგმებსა და მოქმედებებს, განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის ნებისმიერი დამატებითი ტვირთის შექმნის გარეშე.

11. ამ მუხლის მე-10 პარაგრაფით განსაზღვრული ადაპტაციის შეტყობინება წარდგენილი და განახლებული იქნება პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, როგორც სხვა შეტყობინებების ან დოკუმენტების, მათ შორის, ადაპტაციის ეროვნული გეგმის, მე-4 მუხლის მე-2 პარაგრაფში მოხსენიებული  ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის და/ან ეროვნული შეტყობინების ნაწილი.

12. ამ მუხლის მე-10 პარაგრაფით განსაზღვრული ადაპტაციის შეტყობინება აღირიცხება სამდივნოს მიერ წარმოებულ საჯარო რეესტრში.

13. ამ მუხლის მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 პარაგრაფების განხორციელებისთვის განვითარებად ქვეყანა მხარეებს უნდა გაეწიოთ მუდმივი და გაძლიერებული საერთაშორისო დახმარება, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების დებულებების შესაბამისად.

14. მე-14 მუხლით განსაზღვრული გლობალური შედეგების შეფასება, სხვებს შორის, უნდა:

(a) აღიარებდეს განვითარებადი ქვეყანა მხარეების საადაპტაციო ძალისხმევებს;

(b) აძლიერებდეს ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებას, ამ მუხლის მე-10 პარაგრაფით განსაზღვრული ადაპტაციის შეტყობინების გათვალისწინებით;

(c) მიმოიხილავდეს ადაპტაციის  და ადაპტაციისთვის გაწეული დახმარების ადეკვატურობას და ეფექტიანობას; და

(d) მიმოიხილავდეს ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული ადაპტაციის გლობალური მიზნის მიღწევის თვალსაზრისით არსებულ პროგრეს