(a) გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვას, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობას, პრეინდუსტრულ დონესთან შედარებით, აღიარებს რა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და შედეგებს;
(b) კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობას ისეთი გზით, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საკვების წარმოებას;
და
(c) ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას სათბურის გაზების დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მედეგი განვითარების გზებთან.
2. ეს შეთანხმება განხორციელდება იმგვარად, რომ ასახოს სამართლიანობის და საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი შესაძლებლობების პრინციპი, განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინები