მუხლი 3🔗

ყველა მხარემ უნდა განახორციელოს მე-4, მე-7, მე-9, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული ამბიციური ძალისხმევა, როგორც კლიმატის ცვლილებაზე გლობალურ რეაგირებაში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი და უზრუნველყოს ამ წვლილის შეტყობინება, ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. ყველა მხარის ძალისხმევა უნდა წარმოადგენდეს დროთა განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, ამ შეთანხმების ეფექტიანად განხორციელებისთვის განვითარებადი მხარეების დახმარების საჭიროების აღიარები