მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებს და ვალდებულებებს მეორე მხარის მიმართ, GATT 1994-ის XIX მუხლის და დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
თუ მე-3 პუნქტში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, წინამდებარე შეთანხმება მხარეებს არ ანიჭებს დამატებით უფლებებს ან ვალდებულებებს GATT 1994-ის XIX მუხლის და დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების შესაბამისად განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.
მხარე დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს, მათ შორის ელექტრონული საშუალებებით, ნებისმიერი გლობალური დაცვითი მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის დაწყების მიზეზების შესახებ. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა.
მომსახურებით ვაჭრობა
ნაწილი I: მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტებე