წინამდებარე თავის მიზნებისთვის:

საჰაერო ხომალდის შეკეთებისა და მოვლის მომსახურება გულისხმობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხორციელდება საჰაერო ხომალდზე ან მის ნაწილზე, როცა ეს საჰაერო ხომალდი ამოღებულია მომსახურებიდან და არ შეიცავს ეგრეთ წოდებულ “მიმდინარე ტექნიკურ მომსახურებას”;

კომერციული წარმომადგენლობა გულისხმობს ნებისმიერი სახის ბიზნეს ან პროფესიულ დაწესებულებას, მათ შორის, შემდეგის მეშვეობით:

იურიდიული პირის დაფუძნების, შეძენის ან ფუნქციონირების გზით; ან

მხარის სივრცეში ფილიალის ან წარმომადგენლობის შექმნის ან ფუნქციონირების გზით,მხარის სივრცეში მომსახურების მიწოდების მიზნით;

კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის მომსახურება გულისხმობს კომპიუტერული სისტემების საშუალებით უზრუნველყოფილ მომსახურებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საჰაერო გადამზიდავების განრიგის, ხელმისაწვდომობის, მგზავრობის ღირებულებისა და ტარიფის გამოყენების წესების შესახებ, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ჯავშნის გაკეთება ან ბილეთების გაცემა;

კონტროლირებადი გულისხმობს დირექტორთა უმრავლესობის დასახელების ან იურიდიული პირის ქმედებების სხვაგვარად სამართლებრივად მართვის უფლებამოსილებას;

მხარის იურიდიული პირი გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოგების მიღების ან სხვა მიზნებისათვის შექმნილ ან ორგანიზებულ სახელმწიფო ან კერძო იურიდიულ პირს, კორპორაციის, ტრასტის, პარტნიორობის, ერთობლივი საწარმოს, ინდივიდუალური მეწარმის ან ასოციაციის ჩათვლით, რომელიც:

დაფუძნებულია ან სხვაგვარად ორგანიზებულია იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და იმ მხარის სივრცეში ეწევა არსებით ბიზნეს საქმიანობას; ან

კომერციული წარმომადგენლობის საშუალებით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, საკუთრებაშია ან კონტროლდება:

იმ მხარის ფიზიკური პირების მიერ; ან

იმ მხარის იურიდიული პირის მიერ, რომელიც მოცემულია (i) ქვეპუნქტში;

ზომა გულისხმობს მხარის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ ზომას კანონის, რეგულაციის, წესის, პროცედურის, გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული ქმედების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც მიღებულია:

ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობების და ხელისუფლების მიერ; და

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცენტრალური, რეგიონალური ან ადგილობრივი მთავრობების ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად;

მხარეების მიერ მიღებული ზომები, რომლებიც ეხება მომსახურებით ვაჭრობას მოიცავს ქვემოთ მოცემულ ზომებს:

მომსახურების შესყიდვასთან, გადახდასთან ან გამოყენებასთან მიმართებით;

მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით მომსახურების წვდომასა და მის გამოყენებასთან მიმართებით, რომლებიც მოითხოვება მხარეების მიერ, რათა შეთავაზებულ იქნეს საზოგადოებისათვის; და

მხარის ფიზიკური პირების, მათ შორის კომერციულ წარმომადგენლობასთან მიმართებით, მეორე მხარის სივრცეში მომსახურების მიწოდების მიზნით;

მომსახურების მონოპოლისტი მიმწოდებელი გულისხმობს ნებისმიერ საჯარო ან კერძო პირს, რომელიც მხარის შესაბამის ბაზარზე ავტორიზებულია ან დაფუძნებულია ფორმალურად ან ფაქტობრივად ამ მხარის მიერ, როგორც ამ მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელი;

მხარის პირის საკუთრებაში ქონა გულისხმობს იურიდული პირის 50 პროცენტზე მეტი სააქციო კაპიტალის ფლობას;

მხარის პირი გულისხმობს, მხარის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;

მომსახურების სექტორი ნიშნავს, სპეციფიკურ ვალდებულებასთან მიმართებით, ამ მომსახურების ერთ ან მეტ ან ყველა ქვესექტორს, როგორც ეს მოცემულია მხარის ცხრილში დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები), ან სხვაგვარად ამ მომსახურების სექტორი მთლიანად, მისი ყველა ქვე-სექტორით;

საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების გაყიდვა და მარკეტინგი გულისხმობს შესაძლებლობებს შესაბამისი საჰაერო გადამზიდავისთვის თავისუფლად გაყიდოს და მოახდინოს მისი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების მარკეტინგი, რაც მოიცავს მარკეტინგის ყველა ასპექტს, როგორიცაა ბაზრის კვლევა, რეკლამირება და დისტრიბუცია, მაგრამ არ მოიცავს საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების ფასის დადგენას და არც შესაბამის პირობებს;

მომსახურება მოიცავს ნებისმიერ მომსახურებას ნებისმიერ სექტორში, გარდა მომსახურებისა, რომელიც მიწოდებულია სამთავრობო უფლებამოსილების განსახორციელებლად;

მომსახურების მომხმარებელი გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც იღებს ან იყენებს მომსახურებას;

სამთავრობო უფლებამოსილების განხორციელებისათვის მიწოდებული მომსახურება გულისხმობს ნებისმიერ მომსახურებას, რომელიც არ არის მიწოდებული არც კომერციულ საწყისებზე და არცერთ ან მეტ მომსახურების მიმწოდებელთან კონკურენციით;

მხარის მომსახურების მიმწოდებელი გულისხმობს მხარის ნებისმიერ პირს, რომელიც აწვდის მომსახურებას;[2]

მომსახურების მიწოდება მოიცავს მომსახურების წარმოებას, დისტრიბუციას, მარკეტინგს, გაყიდვასა და მიწოდებას;

მომსახურებით ვაჭრობა გულისხმობს მომსახურების მიწოდებას:

ერთი მხარის სივრციდან მეორე მხარის სივრცეში („ტრანსსასაზღვრო მიწოდების რეჟიმი“);

ერთი მხარის სივრცეში მეორე მხარის მომსახურების მომხმარებლისთვის („საზღვარგარეთ მოხმარების რეჟიმი“);

ერთი მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეორე მხარის სივრცეში კომერციული წარმომადგენლობით („კომერციული წარმომადგენლობის რეჟიმი“); და

ერთი მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეორე მხარის სივრცეში პირველი მხარის ფიზიკური პირის წარმომადგენლობის საშუალებით („ფიზიკურ პირთა წარმომადგენლობის რეჟიმი“ ან „ფიზიკური პირის გადაადგილების რეჟიმი“);

გადაზიდვის უფლება გულისხმობს განრიგით და დაუგეგმავ სატრანსპორტო მომსახურების უფლებას მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის ოპერირების ან/და გადაზიდვის მიზნით, მხარის სივრციდან, მის სივრცეში, მის ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ ანაზღაურების ან დაქირავების საფუძველზე, რაც მოიცავს გასაწევი მომსახურების ადგილებს, გზებს, რომელთა ოპერირებაც უნდა მოხდეს, გასატარებელი ტარიფის ტიპებს, შესაძლებლობებს, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, დასაკისრებელ ტარიფებსა და მათ პირობებს, ასევე ავიახაზების დანიშვნის კრიტერიუმებს, მათ შორის, ისეთებს, როგორებიცაა, ნომერი, საკუთრება და კონტროლ