მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას შეასრულონ GATT 1994-ის XVI მუხლი და SCM შეთანხმება.

პირველი პუნქტის მიუხედავად, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან არცერთი მხარე არ დაიწყებს ნებისმიერი სახის მოკვლევას ან შემოიღებს ნებისმიერ საკომპენსაციო ზომას, როგორც ეს განსაზღვრულია GATT 1994-ის VI მუხლსა და სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმებაში, მეორე მხარეში წარმოშობილი საქონლის მიმარ