1.
ამ მუხლის მიზნისთვის „სუბსიდია“ არის ღონისძიება, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმების პირველი მუხლით განსაზღვრულ პირობებს მიუხედავად იმისა, სუბსიდია გაცემულია საქონლის წარმოებისათვის თუ მომსახურების მიწოდებისათვის და რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული შეთანხმების მე-2 მუხლით.

2.
თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს საჯაროობა სუბსიდიების სფეროში. ამ მიზნის მისაღწევად, თითოეულმა მხარემ მეორე მხარეს 2 წელიწადში ერთხელ უნდა მიაწოდოს ანგარიში იმ სუბსიდიის სამართლებრივი საფუძვლის, ფორმის, ოდენობის ან ბიუჯეტის და სადაც შესაძლებელია, სუბსიდიის მიმღების შესახებ, რომელიც გაცემულია მისი მთავრობის ან ნებისმიერი საჯარო დაწესებულების მიერ საქონლის წარმოებასთან მიმართებაში. ანგარიში წარდგენილად ითვლება, თუ შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია თითოეული მხარის მიერ  საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებგვერდზე.

3.
მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე მხარემ დროულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და გასცეს პასუხი ცალკეულ სუბსიდიასთან დაკავშირებულ კითხვებს, თუ სუბსიდია ეხება მომსახურების მიწოდება