წინამდებარე თავის მიზნებიდან გამომდინარე:
a)
„ენერგოპროდუქტი“ ნიშნავს ნედლ ნავთობს (HS კოდი 27.09), ბუნებრივ აირს (HS კოდი 27.11) და ელექტროენერგიას (HS კოდი 27.16);
b)
„ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებები“ ნიშნავს მაღალი წნევის ბუნებრივი აირის მილსადენებს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელებსა და ხაზებს, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებელ სისტემებს, რომლებიც გამოიყენება გაზისა თუ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელების დასაკავშირებლად, ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების მილსადენებს, რკინიგზასა და სხვა ფიქსირებული საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ენერგოპროდუქტების ტრანზიტისათვის;
c)
„ტრანზიტი“ ნიშნავს ენერგოპროდუქტების გატარებას „მხარის“ ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვის ჩათვლით ან მის გარეშე, საწყობში მოთავსების, ტვირთის ცალკეულ ერთეულებად დანაწევრების ან ტრანსპორტირების ტიპის შეცვლით, როცა ასეთი სახის გატარება შეადგენს სრული მარშრუტის ნაწილს, რომელიც იწყება და სრულდება იმ მხარის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, რომლის ტერიტორიასაც კვეთს მარშრუტი;
d)
„უკანონო მითვისება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რაც გულისხმობს ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებიდან ენერგოპროდუქტების უკანონო მითვისება