1.
მხარეს ეკრძალება მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი ენერგოპროდუქტების მითვისება ან სხვა რაიმე სახით ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ამგვარი მითვისება ან ჩარევა განსაკუთრებულად არის გათვალისწინებული კონტრაქტით ან სხვა ხელშეკრულებით, რომელიც ეხება ტრანზიტს; ან,  როცა ენერგიის ტრანსპორტიების საშუალებების უწყვეტი მუშაობა სათანადო ჩარევის გარეშე წარმოადგენს გაუმართლებელ საფრთხეს  საზოგადოების უსაფრთხოების, კულტურული მემკვიდრეობის, ჯანმრთელობის  ან გარემოსათვის; ასეთი ჩარევა მისაღებია, თუკი ის არ წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობისადმი თვითნებურ და გაუმართლებელ შერჩევით მიდგომას ან მის ფარულ შეზღუდვა-დაბრკოლებას.

2.
მხარეების ან ერთ-ერთი მხარის კონტროლისა თუ იურისდიქციის ქვეშ მყოფი ერთი ან მეტი იურიდიული პირის მონაწილეობით ნებისმიერი სახის დავის შემთხვევაში მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ენერგოპროდუქტების ტრანზიტი, შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე დავების მოგვარების პროცედურის ან წინამდებარე შეთანხმების X
IV დანართით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის პროცედურის ან მეოთხე კარის  მე-14 თავით  გათვალისწინებული პროცედურის დასრულებამდე ეკრძალება ენერგოპროდუქტების ტრანზიტის პროცესის შეწყვეტა ან მისი მოცულობის შემცირება, ასევე, მისი კონტროლისა თუ იურისდიქციისს ქვეშ მყოფი ნებისმიერი იურიდიული პირის, მათ შორის სახელმწიფო სავაჭრო საწარმოსათვის, ამგვარი ტრანზიტის შეწყვეტის ან მისი მოცულობის შემცირების ნების დართვა, გარდა პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.
მხარე არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ტრანზიტის შეწყვეტასა თუ მოცულობის შემცირებაზე, თუ ამ მხარეს არ შეუძლია ენერგოპროდუქტების მიწოდება და მისი ტრანზიტის განხორციელება მესამე მხარის ან მესამე მხარის კონტროლისა თუ იურისდიქციის ქვეშ მყოფი იურიდიული პირის მოქმედებების შედეგა