1. საქართველოსთან მიმართებაში მოცემული თავის დებულებებსა და ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების დებულებებს ან ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების ძალით ევროკავშირის კანონმდებლობაში შესულ დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების დებულებებსა ან ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების ძალით ევროკავშირის კანონმდებლობაში შესულ დებულებებს.
2.
საქართველოს მიერ მოცემული თავის განხორციელების პროცესში უპირატესობა ენიჭება კანონებისა და სხვა აქტების მიღებას, რომლებიც თანხვედრაშია ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებასთან ან ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობას. წინამდებარე თავთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში საქართველოს მიერ მიღებული კანონები ან სხვა აქტები, რომლებიც თანხვედრაშია ამ კრიტერიუმთან, ჩაითვლება კანონებად და აქტებად, რომლებიც თანხვედრაშია მოცემულ თავთან. ამ კრიტერიუმთან საქართველოს მიერ მიღებული კანონებისა და სხვა აქტების თანხვედრის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იყოს ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების 91-ე მუხლის ძალით მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
3.
ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ვრცელდება გაერთიანებულ სამეფოზე.
გამჭვირვალო