1.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ზოგადი გამოყენების ზომები:
(a)
იყოს სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომი ოფიციალური არხის მეშვეობით და სადაც შესაძლებელია, ელექტრონული საშუალებებით, რათა ნებისმიერმა პირმა შეძლოს ამ ზომების გაცნობა;
(b)
მხარებმა ერთმანეთს უპასუხონ დროულად, კონკრეტულ კითხვებზე და მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს მიაწოდონ ზომების შესახებ, რომლებიც აღნიშნულია პირველ პუნქტში;
(c)
ამ თავში არაფერი უნდა ავალდებულებდეს მხარეებს. რომ გაამხილონ ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია ადგილობრივი კანონმდებლობით ან რომლის გამხელაც შეაფერხებს კანონის აღსრულებას ან ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს ან რომელიც ზიანს მიაყენებს ეკონომიკური ოპერატორის კანონიერ კომერციულ ინტერესს.
2.
თითოეული მხარე:
(a)
მიზნად ისახავს, ადრეულ საფეხურზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ზოგადი გამოყენების ზომის მიღებასა ან ცვლილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადება ამ წინადადების მიზნისა და მისი დასაბუთების ჩათვლით.
(b)
უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისთვის ამგვარ წინადადებაზე კომენტარის გაკეთების გონივრულ შესაძლებლობებს, კერძოდ, იძლევა საკმარის დროს ამგვარი შესაძლებლობებისათვის; და
(c)
მიზნად ისახავს მხედველობაში მიიღოს ამგვარ წინადადებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების კომენტარებ