1.
ამ შეთანხმების IV კართან (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომები) დაკავშირებით ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში მხარეებს შორის კომუნიკაციის გაადვილების მიზნით თითოეული მხარე განსაზღვრავს საკონტაქტო პირს, რომელიც იქნება კოორდინატორი.
2.
თითოეული მხარე დააფუძნებს ან შეინარჩუნებს შესაბამის მექანიზმებს, რათა პასუხი გასცეს ნებისმიერი პირის შეკითხვებს შეთავაზებულ ან ძალაში მყოფ ზოგადი გამოყენების ზომებთან და მათ მოქმედებასთან დაკავშირებით. შეკითხვებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონტაქტო პირის მეშვეობით ან სხვა მექანიზმის გამოყენებით, საჭიროებიდან გამომდინარე.
3.
მხარეები აღიარებენ, რომ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი პასუხი შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი ან იურიდიულად სავალდებულო, არამედ მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის გამოსაყენებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სხვაგვარად არის მოცემული მათ შესაბამის კანონებსა და რეგულაციებში.
4.
მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე მხარე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას და პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომლებიც ეხება ზოგადი გამოყენების ზომას, ან ნებისმიერ წინადადებას ზოგადი გამოყენების ზომის მიღებასა ან ცვლილებაზე, რომელსაც მომთხოვნი მხარის მოსაზრებით შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მოქმედებაზე მიუხედავად იმისა, მომთხოვნ მხარეს შეატყობინეს თუ არა მანამდე ამ ზომის შესახე