1.
მხარეები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ენერგეტიკული ბაზრების ოპერირება კონკურენტული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი პირობების მისაღწევად და ასევე არ განახორციელონ საწარმოთა დისკრიმინაცია მათ უფლებებსა თუ ვალდებულებებთან მიმართებაში.
2.
მიუხედავად პირველ პუნქტში დადგენილი პირობებისა, ზოგადი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეს აქვს საწარმოებზე ვალდებულებების დაკისრების უფლება, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს უსაფრთხოებასთან, მათ შორის მიწოდების უსაფრთხოებასთან, რეგულარობასთან, ხარისხსა და მიწოდების ფასთან, გარემოს დაცვასთან, მათ შორის ენერგოეფექტურობასთან, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებასა და კლიმატის დაცვასთან. ასეთი ვალდებულებები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, გამჭვირვალე, პროპორციული და გადამოწმებადი.
3.
იმ შემთხვევაში, თუ მხარე არეგულირებს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გაყიდვის ფასებს ადგილობრივ ბაზარზე, ის ვალდებულია უზრუნველყოს რეგულირებადი ფასების გამოსათვლელად გამოყენებული მეთოდოლოგიის გამოქვეყნება რეგულირებადი ფასების ძალაში შესვლამდ