1. კომპეტენტური ორგანოები ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას ყოველწლიურად მიაწვდიან საერთო ინფორმაციას ყველა ადმინისტრაციული სანქციისა და სხვა ადმინისტრაციული ზომების შესახებ, რომლებიც გატარებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლების შესაბამისად. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს წლიურ ანგარიშში. კომპეტენტური ორგანოები ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, ასევე, ყოველწლიურად აწვდიან ანონიმურ და ერთიან მონაცემებს ყველა ადმინისტრაციული გამოძიების შესახებ, რომელიც ჩატარებულია აღნიშნული მუხლების შესაბამისად.

2. როდესაც წევრ სახელმწიფოებს, 30-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული აქვთ სისხლისსამართლებრივი სანქციები აღნიშნულ პუნქტში მითითებული დარღვევებისთვის, მათმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას ყოველწლიურად უნდა მიაწოდონ ანონიმური და საერთო მონაცემები სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიერ 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლების შესაბამისად ჩატარებული ყველა სისხლის სამართლის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკისრების შესახებ. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია მონაცემებს სისხლისსამართლებრივი სანქციების შესახებ გამოაქვეყნებს წლიურ ანგარიშში.

3. როდესაც კომპეტენტური ორგანო ასაჯაროებს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ სანქციებს ან სხვა ადმინისტრაციულ ზომებს, იგი, იმავდროულად, ატყობინებს ამის შესახებ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას.

4. როდესაც გამოქვეყნებული ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი სანქცია ან სხვა ადმინისტრაციული ზომა დაკავშირებულია საინვესტიციო კომპანიასთან, რომელსაც უფლებამოსილება მინიჭებული აქვს 2014/65/EU დირექტივის შესაბამისად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ გამოქვეყნებული სანქციის ან ზომის შესახებ უნდა მიუთითოს აღნიშნული დირექტივის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით შექმნილი საინვესტიციო კომპანიების რეესტრში.

5. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ამ მუხლში მითითებული ინფორმაციის გაცვლის პროცედურებსა და ფორმებს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისა