1. 23-ე მუხლში გათვალისწინებული ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი სანქციისა და კომპეტენტური ორგანოს საზედამხედველო უფლებამოსილების გათვალისწინებით, წევრმა სახელმწიფოებმა, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოები უნდა აღჭურვონ ისეთი უფლებამოსილებით, რომ მათ გაატარონ შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები და სხვა ადმინისტრაციული ზომები, სულ მცირე, შემდეგ დარღვრვებთან დაკავშირებით:

მე-14 და მე-15 მუხლების, მე-16 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის 1-ელი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტების, მე-18 მუხლის 1-ელი-მე-6 პუნქტების, მე-19 მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-11 პუნქტებისა და მე-20 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევები;

უარის თქმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, დათვალიერებაზე ან 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, მიიღონ გადაწყვეტილება და არ დაადგინონ წესები ადმინისტრაციული სანქციებისთვის, რომლებიც მითითებულია 1-ელი ქვეპუნქტში, როდესაც ამ ქვეპუნქტის (a) ან (b) ქვექვეპუნქტებში გათვალისწინებული დარღვევები, 2016 წლის 3 ივლისისთვის, უკვე ექვემდებარებოდა სისხლისსამართლებრივ სანქციებს მათი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში წევრმა სახელმწიფოებმა დეტალურად უნდა გააცნონ კომისიასა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას თავიანთი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი ნაწილები.

2016 წლის 3 ივლისისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა დეტალურად უნდა გააცნონ 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული წესები კომისიასა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას. მათ, დაუყოვნებლივ, უნდა შეატყობინონ კომისიასა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას მათში შემდგომ შეტანილი ნებისმიერი შესწორების შესახებ.

2. წევრი სახელმწიფოები ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით უზრუნველყოფენ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს ჰქონდეთ, სულ მცირე, შემდეგი ადმინისტრაციული სანქციების დაკისრებისა და, სულ მცირე, შემდეგი ადმინისტრაციული ზომების გატარების უფლებამოსილება 1-ელი პუნქტის 1-ელი ქვეპუნქტის (a) ქვექვეპუნქტში მითითებული დარღვევების შემთხვევაში:

ბრძანება, რომელიც დარღვევაზე პასუხისმგებელი პირისგან მოითხოვს ამგვარი ქცევის შეწყვეტას და მისი განმეორებისგან თავის შეკავებას;

უკანონოდ მიღებული მოგების დაბრუნება და დარღვევით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილება, რამდენადაც შესაძლებელია მათი განსაზღვრა;

საჯარო გაფრთხილება, რომელიც მიუთითებს დარღვევაზე პასუხისმგებელ პირზე და დარღვევის ხასიათზე;

საინვესტიციო კომპანიის უფლებამოსილების გაუქმება ან შეჩერება;

საინვესტიციო კომპანიაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შემსრულებელი პირისთვის ან დარღვევაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის საინვესტიციო კომპანიებში მმართველობითი ფუნქციების შესრულების დროებით აკრძალვა;

მე-14 ან მე-15 მუხლში გათვალისწინებული დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საინვესტიციო კომპანიაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შემსრულებელი პირისთვის ან დარღვევაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის საინვესტიციო კომპანიებში მმართველობითი ფუნქციების შესრულების სამუდამოდ აკრძალვა;

საინვესტიციო კომპანიაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შემსრულებელი პირისთვის ან დარღვევაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის საკუთარი სახელით ვაჭრობის დროებით აკრძალვა;

მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები, რაც, სულ მცირე, სამჯერ აღემაება მიღებულ მოგებას ან დარღვევით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილებას, როდესაც შესაძლებელია ამათი დადგენა;

რაც შეეხება ფიზიკურ პირს, მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები უნდა იყოს, მინიმუმ:

მე-14 და მე-15 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 5 000 000 ევრო ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით;

მე-16 და მე-17 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 1 000 000 ევრო ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით;

მე-18, მე-19 და მე-20 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 5 000 000 ევრო ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით;

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები უნდა იყოს, მინიმუმ:

მე-14 და მე-15 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 15 000 000 ევრო ან იურიდიული პირის საერთო წლიური ბრუნვის 15%, ბოლო ხელმისაწვრომი ანგარიშების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მართვის ორგანოს მიერ, ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით;

მე-16 და მე-17 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 2 5 000 000 ევრო ან იურიდიული პირის საერთო წლიური ბრუნვის 2 %, ბოლო ხელმისაწვრომი ანგარიშების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მართვის ორგანოს მიერ, ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით;

მე-18, მე-19 და მე-20 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 1 000 000 ევრო ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით.

ამ პუნქტში კომპეტენტური ორგანოს მითითება კომპეტენტურ ორგანოს ხელს არ უშლის, შეასრულოს თავისი ფუნქციები 23-ე მუხლის 1-ელ პუნქტში გათვალისწინებული რომელიმე გზით.

1-ელი ქვეპუნქტის (j)(i) და (ii) ქვექვეპუნქტების მიზნებისათვის, როდესაც იურიდიული პირი არის მშობელი საწარმო ან შვილობილი საწარმო, რომელიც ამზადებს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს 2013/34/EU დირექტივის შესაბამისად[11], შესაბამისი საერთო წლიური ბრუნვა არის საერთო წლიური ბრუნვა ან შესაბამისი ტიპის შემოსავალი შესაბამისი საბუღალტრო დირექტივების მიხედვით – საბჭოს 86/635/EEC[12] დირექტივა ბანკებისათვის და საბჭოს 91/674/EEC[13] დირექტივა სადაზღვევო კომპანიებისათვის – ბოლო ხელმისაწვრომი კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, რომლებიც დამტკიცებულია მთავარი მშობელი კომპანიის მართვის ორგანოს მიერ.

3. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, კომპეტენტურ ორგანოებს მიანიჭონ დამატებითი უფლებამოსილება, ვიდრე გათვალისწინებულია მე-2 პუნქტში და უზრუნველყონ უფრო მაღალი დონის სანქციები, ვიდრე დაწესებულია აღნუშნული პუნქტი