1. საჭიროების შემთხვევაში, ამ რეგულაციის მიზნებისათვის, კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან, მე-2 პუნქტში მითითებული ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდა. კომპეტენტური ორგანოები უნდა ეხმარებოდნენ სხვა წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებსა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას. კერძოდ, მათ უნდა გაცვალონ ინფორმაცია დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე და ითანამშრომლონ საგამოძიებო და სააღსრულებო ღონისძიებების დროს.
თანამშრომლობისა და დახმარების ვალდებულება, განსაზღვრული 1-ელ ქვეპუნქტში, ვრცელდება კომისიაზეც ისეთი საქონლის შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ჩამოთვლილია ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების I დანართში.
კომპეტენტური ორგანოები და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია უნდა თანამშრომლობდნენ (EU) No 1095/2010 რეგულაციის, განსაკუთრებით კი, მისი 35-ე მუხლის შესაბამისად.
იმ შეთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფოები აირჩევენ, 30-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრონ სანქციები ამ რეგულაციის დებულებების დარღვევისათვის, როგორც მითითებულია აღნიშნულ მუხლში, მათ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ზომების არსებობა, რათა კომპეტენტურ ორგანოებს ჰქონდეთ ყველა საჭირო უფლებამოსილება, დაუკავშირდნენ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს მათ იურისდიქციაში და მიიღონ საგანგებო ინფორმაცია სისხლის სამართლის გამოძიებებთან ან საქმისწარმოებასთან დაკავშირებით, რომლებიც დაწყებულია ამ რეგულაციის შესაძლო დარღვევისათვის და უზრუნველყონ იგივე სხვა კომპეტენტური ორგანოებისა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიისთვის, რათა მათ შეასრულონ ურთიერთთანამშომლობისა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან თანამშრომლობის ვალდებულება ამ რეგულაციის მიზნებისათვის.
2. კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციის მოთხოვნაზე ან გამოძიებასთან თანამშრომლობის მოთხოვნაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ:
შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უარყოფითად იმოქმედებს მოცემული წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით, ტერორიზმთან და სხვა სერიოზულ დანაშაულებთან ბრძოლაზე;
მოთხოვნის შესრულება უარყოფით გავლენას იქონიებს მის საკუთარ გამოძიებაზე, სააღსრულებო ღონისძიებებზე ან, ვითარებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის გამოძიებაზე;
სასამართლო საქმის წარმოება უკვე დაწყებულია იმავე ქმედებებისა და იმავე პირების წინააღმდეგ მოცემული წევრი სახელმწიფოს ორგანოებში; ან
ამავე პირების წინააღმდეგ ამავე ქმედებებისთვის გამოტანილია საბოლოო განაჩენი მოცემულ წევრ სახელმწიფოში.
3. კომპეტენტურმა ორგანოებმა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა ითანამშრომლონ ენერგომარეგულირებლების თანამშრომლობის სააგენტოსთან, რომელიც დაარსებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) No 713/2009 რეგულაციის მიხედვით[10] და წევრი სახელმწიფოების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, რათა უზრუნველყონ კოორდინირებული მიდგომა შესაბამისი წესების შესრულებისას, როდესაც გარიგებები, სავაჭრო შეკვეთები ან სხვა ქმედებები ან ქცევები დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ინსტრუმენტთან, რომელზეც ვრცელდება ეს რეგულაცია და, ასევე, ერთ ან რამდენიმე ენერგოპროდუქციის საბითუმო რეალიზაციასთან, რომელზეც ვრცელდება (EU) No 1227/2011 რეგულაციის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განიხილონ (EU) No 1227/2011 რეგულაციის მე-2 მუხლში მოცემული განმარტებების სპეციფიკური მახასიათებლები და (EU) No 1227/2011 რეგულაციის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების დეგულებები, როდესაც ისინი გამოიყენებენ ამ რეგულაციის მე-7, მე-8 და მე-12 მუხლებს ენერგოპროდუქციის საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ.
4. მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოები, დაუყოვნებლივ, აწვდიან ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა 1-ელ პუნქტში მითითებული მიზნისთვის.
5. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო დარწმუნებულია, რომ სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხორციელდება ან განხორციელდა ამ რეგულაციის დებულებების საწინააღმდეგო აქტები ან აქტები, რომლებიც აზიანებს ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც იყიდება სხვა წევრ სახელმწიფოში მდებარე ვაჭრობის ადგილზე, მან აღნიშნული ფაქტის შესახებ უნდა შეატყობინოს სხვა წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, შეძლებისდაგვარად, სპეციფიკური ფორმით, ხოლო ენერგოპროდუქციის საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებით, ენერგომარეგულირებლების თანამშრომლობის სააგენტოს. სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა ერთმანეთსა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, ხოლო ენერგოპროდუქციის საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებით, ენერგომარეგულირებლების თანამშრომლობის სააგენტოს, კონსულტაციები უნდა გაუწიონ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ და ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მნიშვნელოვანი დროებითი ღონისძიებების შესახებ. მათ უნდა შეათანხმონ საკუთარი ქმედებები, რათა თავიდან აიცილონ ადმინისტრაციული სანქციებისა და სხვა ადმინისტრაციული ზომების შესაძლო დუბლირება და გადაფარვა წევრი სახელმწიფოების დონეზე 30-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად და უნდა დაეხმარონ ერთმანეთს გადაწყვეტილებების აღსრულებაში.
6. ერთი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია დახმარება სთხოვოს სხვა წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ადგილობრივ დათვალიერებასთან ან გამოძიებასთან დაკავშირებით.
კომპეტენტურმა ორგანომ, რომელიც ითხოვს დახმარებას, შეუძლია ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ, რომელზეც საუბარია 1-ელ ქვეპუნქტში. გამოძიების ან დათვალიერების შემთხვევაში, რასაც აქვს ტრანსსასაზღვრო გავლენა, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია, თუ მას ამის გაკეთებას მოსთხოვს ერთ-ერთი კომპეტენტური ორგანო, განახორციელებს გამოძიების ან დათვალიერების კოორდინაციას.
როდესაც კომპეტენტური ორგანო იღებს მოთხოვნას სხვა წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ადგილობრივი დათვალიერების ან გამოძიების ჩატარებაზე, მას შეუძლია, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან განახორციელოს ნებისმიერი ქმედება:
თავად ჩაატაროს ადგილობრივი დათვალიერება ან გამოძიება;
ნება დართოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ დათვალიერებაში ან გამოძიებაში;
ნება დართოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა, თავად ჩაატაროს ადგილობრივი დათვალიერება ან გამოძიება;
დანიშნოს აუდიტორები ან ექსპერტები ადგილობრივი დათვალიერების ან გამოძიების ჩასატარებლად;
საზედამხედველო ღონისძიებებთან დაკავშირებული სპეციალური დავალებები შეასრულოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად.
კომპეტენტურ ორგანოებს, ასევე, შეუძლიათ, ითანამშრომლონ სხვა წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა ხელი შეეწყოს ფინანსური სანქციების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.
7. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 258-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების ან დახმარების გაწევის შესახებ 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა გონივრულ ვადაში ან რომლის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების ან დახმარების გაწევის შესახებ უარყოფილ იქნა, შეუძლია ამ უარყოფის ან უმოქმედობის შესახებ გონივრულ ვადაში შეატყობინოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას.
ასეთ შემთხვევებში, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას შეუძლია, იმოქმედოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-19 მუხლის შესაბამისად, ისე, რომ არ შეიზღუდოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის შესაძლებლობა, იმოქმედოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-17 მუხლის შესაბამისად.
8. კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ და ცვლიან ინფორმაციას შესაბამის ეროვნულ და მესამე ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაკავშირებულ სპოტურ ბაზრებზე, როდესაც მათ აქვთ გონივრული საფუძველი, იეჭვონ, რომ ხორციელდება ან განხორციელდა ქმედებები, რომლებიც წარმოადგენს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციას, ინფორმაციის უკანონო გამჟღავნებას ან საბაზრო მანიპულაციას, რაც ამ რეგულაციის დარღვევაა. ამგვარი თანამშრომლობა უზრუნველყოფს ფინანსური და სპოტური ბაზრების კონსოლიდირებულ შემოწმებას და ბაზრებს შორის და წევრი სახელმწიფოების დონეზე საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოვლენასა და სანქციების დაწესებას.
რაც შეეხება ემისიის კვოტებს, 1-ელ ქვეპუნქტში გათვალისწინებული თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ამ შემთხვევაშიც უნდა იქნას უზრუნველყოფილი შემდეგი საშუალებებით:
აუქციონის ზედამხედველის მიერ, ემისიის კვოტების აუქციონებზე ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ტარდება (EU) No 1031/2010 რეგულაციის შესაბამისად;
კომპეტენტური ორგანოების, რეგისტრაციის ადმინისტრატორების, ცენტრალური ადმინისტრაციის ჩათვლით და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომელთაც ევალებათ შესაბამისობის ზედამხედველობა 2003/87/EC დირექტივის მიხედვით.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია ასრულებს ხელშემწყობ და მაკოორდინირებელ როლს თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლისას კომპეტენტურ ორგანოებსა და სხვა წევრი სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს შორის. სადაც შესაძლებელია, კომპეტენტური ორგანოები დებენ თანამშრომლობის ხელშეკრულებებს მესამე ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაკავშირებულ სპოტურ ბაზრებზე 26-ე მუხლის შესაბამისად.
9. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ამ მუხლში მითითებული ინფორმაციის გაცვლის პროცედურებსა და ფორმებს.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.
კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისა