1. პირებმა, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს, აგრეთვე, მათთან მჭიდროდ დაკავშირებულმა პირებმა უნდა აუწყონ ემიტენტს ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილესა და მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებულ კომპეტენტურ ორგანოს:

ემიტენტების, აღნიშნული ემიტენტის აქციებთან ან სავალო ინსტრუმენტებთან ან წარმოებულებთან ან მათთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით საკუთარი სახელით დადებული თითოეული გარიგების შესახებ;

ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეების, ემისიის კვოტებთან, მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტებთან ან მათთან დაკავშირებულ წარმოებულებთან დაკავშირებით საკუთარი სახელით დადებული თითოეული გარიგების შესახებ.

ამგვარი შეტყობინება უნდა გაიგზავნოს სწრაფად და, არაუგვიანეს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გარიგების თარიღიდან.

1-ელი ქვეპუნქტი გამოიყენება, როდესაც გარიგებების ჯამური თანხა აღწევს მე-8 ან მე-9 პუნქტში განსაზღვრულ ზღვარს კალენდარული წლის განმავლობაში.

▼M1

1a. 1-ელ პუნქტში მითითებული შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდება აღნიშნულ პუნქტში მითითებული ემიტენტის აქციებთან ან სავალო ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებისთვის დადებულ გარიგებებზე, როდესაც გარიგების მომენტში არსებობს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

ფინანსური ინსტრუმენტი არის საინვესტიციო ფონდის ერთეული ან აქცია, სადაც ზემოქმედება ემიტენტის აქციებზე ან სავალო ინსტრუმენტებზე არ აღემატება საინვესტიციო ფონდის მფლობელობაში არსებული აქტივების 20%-ს;

ფინანსური ინსტრუმენტი უზრუნველყოფს ზემოქმედებას აქტივების პორტფელზე, სადაც ზემოქმედება ემიტენტის აქციებზე ან სავალო ინსტრუმენტებზე არ აღემატება პორტფელში არსებული აქტივების 20%-ს;

ფინანსური ინსტრუმენტი არის საინვესტიციო ფონდის ერთეული ან აქცია ან ახდენს ზემოქმედებას აქტივების პორტფელზე და პირმა, რომელიც ასრულებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს ან ასეთ პირთან მჭიდროდ დაკავშირებულმა პირმა არ იცის და ვერ ეცოდინება ინვესტიციის შემადგენლობა ან ამგვარი საინვესტიციო ფონდის ან აქტივების პორტფელის ზემოქმედება ემიტენტის აქციებზე ან სავალო ინსტრუმენტებზე და, მეტიც, ამ პირს არ აქვს მიზეზი, იფიქროს, რომ ემიტენტის აქციები ან სავალო ინსტრუმენტები აჭარბებს (a) ან (b) ქვეპუნქტში განსაზღვრულ ზღვრებს.

თუ ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის ინვესტიციების შემადგენლობის ან აქტივების პორტფელზე ზემოქმედების შესახებ ხელმისაწვდომია, მაშინ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირი ან ამ პირთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი ყველანარიად ეცდება ამ ინფორმაციით სარგებლობას.

▼B

2. 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის და ისე, რომ არ შეიზღუდოს წევრი სახელმწიფოების უფლება, გაითვალისწინონ ამ მუხლში მითითებულისგან განსხვავებული შეტყობინების ვალდებულება, ამ პირმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა შეატყობინონ 1-ელ პუნქტში მითითებული ყველა გარიგების შესახებ, რომელიც დადებულია პირის სახელით.

შეტყობინების წესები, რომლის შესრულებაც 1-ელ პუნქტში მითითებულ პირებს ევალებათ, არის იმ წევრი სახელმწიფოს წესები, სადაც ემიტენტი ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეა რეგისტრირებული. ამ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში შეტყობინებები უნდა გაიგზავნოს გარიგების თარიღიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი არ არის რეგისტრირებული წევრ სახელმწიფოში, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში შეტყობინება უნდა გაიგზავნოს 2004/109/EC დირექტივის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის (i) ქვეპუნქტის შესაბამისად ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინება ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოში.

3. ემიტენტმა ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ 1-ელი პუნქტის შესაბამისად უწყებული ინფორმაცია გასაჯაროვდეს სასწრადოდ და, არაუგვიანეს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გარიგების დადებიდან და შესაძლებელი იყოს ამ ინფორმაციასთან სწრაფი წვდომა არადისკრიმინაციულ საფუძველზე მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

ემიტენტმა ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ უნდა გამოიყენოს სანდო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რათა ეფექტურად გაავრცელოს ინფორმაცია მთლიანად ევროკავშირში, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მან უნდა გამოიყენოს ოფიციალურად აღიარებული მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია 2004/109/EC დირექტივის 21-ე მუხლში.

ალტერნატივის სახით, ეროვნული კანონმდებლობა შესაძლოა, ითვალისწინებდეს, რომ კომპეტენტურ ორგანოს შეეძლოს ინფორმაციის თავად გასაჯაროება.

4. ეს მუხლი ვრცელდება ემიტენტებზე:

რომელთაც მოითხოვეს ან დაუმტკიცდათ საკუთარი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება რეგულარულ ბაზარზე;

რომელთა ინსტრუმენტით ვაჭრობა ხდება მხოლოდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში, რომელთა ფინანსური ინსტრუმენტები დაშვებულია სავაჭროდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ან რომელთაც მოთხოვნილი აქვთ მათი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში.

5. ემიტენტმა ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელ პირს წერილობით უნდა აუწყონ ამ მუხლში მათთვის განთვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. ემიტენტმა ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ უნდა შეადგინონ ყველა იმ პირის ნუსხა, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს, ასევე, ამ პირებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირების ნუსხა.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შემსრულებელმა პირებმა მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს წერილობით უნდა შეატყობინონ ამ მუხლში მათთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ და უნდა შეინახონ ამ შეტყობინების ასლი.

6. 1-ელ პუნქტში მითითებული შეტყობინება გარიგებების შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

პირის სახელი;

შეტყობინების მიზეზი;

შესაბამისი ემიტენტის ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილის სახელი;

ფინანსური ინსტრუმენტის აღწერილობა და იდენტიფიკატორი;

გარიგებ(ებ)ის ხასიათი (მაგ., ყიდვა ან გაყიდვა), იმის მითითებით, არის თუ არა იგი დაკავშირებული ოპციონის პროგრამის განხორციელებასთან ან მე-7 პუნქტში განსაზღრულ სპეციფიკურ მაგალითებთან;

გარიგებ(ებ)ის თარიღი და ადგილი;

გარიგებ(ებ)ის საფასური და მოცულობა. გირავნობის შემთხვევაში, რომლის პირობები ითვალისწინებს მისი ღირებულების შეცვლას, იგი უნდა გამჟღავნდეს გირავნობის თარიღისთვის მის ღირებულებასთან ერთად.

7. 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის გარიგებებში, რომელთა შესახებაც უნდა გაიგზავნოს შეტყობინებები, ასევე, შედის:

ფინანსური ინსტრუმენტების გირავნობა ან გასესხება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელი პირის მიერ ან მისი სახელით ან ამ პირთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის მიერ, როგორც მითითებულია 1-ელ პუნქტში;

გარიგებები, რომლებიც იდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელი პირის მიერ ან სხვა პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელი პირის სახელით ან ამ პირთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის მიერ, რომელიც გათვალისწინებულია 1-ელ პუნქტში, მათ შორის, დისკრეციული უფლების გამოყენებისას;

სიცოცხლის სადაზღვევო პოლისის მიხედვით დადებული გარიგებები, რომლებიც განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/138/EC დირექტივის შესაბამისად[9], როდესაც:

დამზღვევი არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელი პირი ან ამ პირთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი, რომელიც მითითებულია 1-ელ პუნქტში,საინვესტიციო რისკზე პასუხისმგებელია დამზღვევი და

დამზღვევს აქვს უფლებამოსილება ან დისკრეციული უფლება, მიიღოს ინვესტირების გადაწყვეტილება აღნიშნულ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისში არსებულ სპეციფიკურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით ან აღასრულოს გარიგებები სპეციალურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით აღნიშნული სიცოცხლის სადაზღვევო პოლისისთვის.

(a) ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსური ინსტრუმენტების გირავნობას ან მსგავს საგირავნო უფლებას ფინანსური ინსტრუმენტების სამეურვეო ანგარიშზე განთავსებასთან დაკავშირებით არ სჭირდება შეტყობინება, თუ და სანამდეც ამგვარი გირავნობა ან სხვა საგირავნო უფლება არ იცავს სპეციალურ საკრედიტო დაწესებულებას.

▼M1

(b) ქვეპუნქტის მიზნებისათვის ემიტენტის აქციებთან ან სავალო ინსტრუმენტებთან დაკავშირებით იმ საინვესტიციო ფონდების მმართველების მიერ აღსრულებული გარიგებები ან წარმოებულები ან მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტები, სადაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელ პირს ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირს ჩადებული აქვს ინვესტიცია, არ საჭიროებს შეტყობინებას, თუ საინვესტიციო ფონდის მმართველი მოქმედებს სრული დისკრეციის უფლებით, რაც გამორიცხავს მმართველის მიერ რაიმე მითითების მიღებას ან პორტფელის შემადგელობის შესახებ აღნიშნული საინვესტიციო ფონდის ინვესტორებისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ შეთავაზებებს.

▼B

იმდენად, რამდენადაც დაზღვევის ხელშეკრულების პოლისის მფლობელს მოეთხოვება შეტყობინების გაგზავნა გარიგებების შესახებ ამ პუნქტის მიხედვით, შეტყობინების ვალდებულება არ ეკისრება სადაზღვევო კომპანიას.

8. 1-ელი პუნქტი ვრცელდება ნებისმიერ შემდგომ გარიგებაზე, როდესაც ჯამური თანხა მიაღწევს 5 000 ევროს კალენდარული წლის განმავლობაში. 5 000 ევროს ოდენობის ზღვარი გამოითვლება 1-ელ პუნქტში მითითებული ყველა გარიგების დამატებით ნეტინგის გარეშე.

9. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება მე-8 პუნქტში განსაზღვრული ზღვრის გაზრდის თაობაზე 20 000 ევრომდე და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებს სევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას, საგანგებოდ მიუთითებს რა ბაზრის კონიუნქტურაზე, მის გამოყენებამდე უფრო მაღალი ზღვრის მიღებასთან დაკავშირებით. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ზღვრების ნუსხას, რომლებიც გამოიყენება ამ მუხლის შესაბამისად და ამგვარ ზღვრებთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების მიერ მიწოდებულ დასაბუთებას.

10. ეს მუხლი, ასევე, ვრცელდება გარიგებებზე, რომელთაც, ნებისმიერი აუქციონის პლატფორმის ფარგლებში, დებენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების აღმასრულებელი პირები, აუქციონატორი და აუქციონის ზედამხედველი, რომელიც ჩართულია (EU) No 1031/2010 რეგულაციების მიხედვით ჩატარებულ აუქციონებში. იგი ეხება პირებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ამგვარ პირებთან, რამდენადაც მათი გარიგებები ეხება ემისიის კვოტებს, მათ წარმოებულებს ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტებს. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულმა პირებმა საკუთარი გარიგებების შესახებ უნდა აცნობონ აუქციონის პლატფორმებს, აუქციონატორებსა და აუქციონის ზედამხედველს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს, სადაც რეგისტრირებულია აუქციონის პლატფორმა, აუქციონატორი ან აუქციონის ზედამხედველი. ამგვარად მიწოდებულ ინფორმაციას აუქციონის პლატფორმები, აუქციონატორები, აუქციონის ზედამხედველი ან კომპეტენტური ორგანო ასაჯაროებს მე-3 პუნქტის შესაბამისად.

11. მე-14 და მე-15 მუხლების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების აღმასრულებელ პირს ემიტენტის ფარგლებში არ შეუძლია, პირდაპირ ან არაპირდაპირ, დადოს რაიმე გარიგება საკუთარი ან მესამე პირის სახელით ემიტენტის აქციებთან ან სავალო ინსტრუმენტებთან, მათთან დაკავშირებულ წარმოებულებთან ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით დახურული პერიოდის განმავლობაში, რომელიც შეადგენს 30 კალენდარულ დღეს, შუალედური ფინანსური ანგარიშგების ან წლის ბოლო ანგარიშის გამოცხადებამდე, რომლის გასაჯაროებაზეც ემიტენტი ვალდებულია:

ვაჭრობის ადგილი წესების მიხედვით, სადაც ემიტენტის აქციები დაშვებულია სავაჭროდ; ან

ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით:

12. მე-14 და მე-15 მუხლების გათვალისწინებით, ემიტენტს შეუძლია, მის ფარგლებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შემსრულებელ პირს ნება დართოს, საკუთარი ან მესამე მხარის სახელით ივაჭროს მე-11 პუნქტში მითითებული დახურული პერიოდის განმავლობაში:

ინდივიდუალური მიდგომით, გამონაკლისი გარემოებებიდან გამომდინარე, როგორიცაა: მწვავე ფინანსური პრობლემა, რის გამოც აუცილებელია აქციების დაუყოვნებლივ გაყიდვა, ან

თანამშრომლების მფლობელობაში არსებული წილის ან დანაზოგის დაგროვების პროგრამის, აქციების კვალიფიკაციის ან დასახელების მიხედვით ან მათთან დაკავშირებით დადებული გარიგებებისთვის შესრულებული სავაჭრო ოპერაციების მახასიათებლებიდან გამომდინარე, ან ისეთი გარიგებების შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ბენეფიციური მფლობელის პროცენტი არ იცვლება.

13. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს გარემოებებს, როდესაც ემიტენტს ეძლევა ვაჭრობის უფლება მე-12 პუნქტში მითითებული დახურული პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, განსაზღვრავს გამონაკლის გარემოებებად მიჩნეულ გარემოებებსა და გარიგების ტიპებს, რომელთა დროსაც გამართლებულია ვაჭრობის დაშვება.

14. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს გარიგებების ტიპებს, რომლებთან დაკავშირებითაც უნდა ამოქმედდეს 1-ელ პუნქტში მითითებული მოთხოვნები.

15. 1-ელი პუნქტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც ეხება 1-ელ პუნქტში მითითებული ინფორმაციის შეტყობინებისა და გასაჯაროების ფორმატსა და ნიმუშს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისა