1. ბაზრის ოპერატორებმა და საინვესტიციო კომპანიებმა, რომლებიც მართავენ ვაჭრობის ადგილს, უნდა დააწესონ და შეინარჩუნონ ეფექტური მექანიზმები, სისტემები და პროცედურები ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციების, საბაზრო მანიპულაციებისა და ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებისა და საბაზრო მანიპულაციების მცდელობის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, 2014/65/EU დირექტივის 31-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად.

1-ელ პუნქტში მითითებულმა პირმა ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შეკვეთებისა და გარიგებების, მათ შორის, მათი გაუქმების ან შეცვლის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რაც შესაძლოა, წარმოადგენდეს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციას, საბაზრო მანიპულაციას ან ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციის ან საბაზრო მანიპულაციის მცდელობას.

2. ნებისმიერმა პირმა, რომელიც, პროფესიონალურ დონეზე ამზადებს ან აღასრულებს გარიგებებს, უნდა შექმნას და შეინარჩუნოს ეფექტური მექანიზმები, სისტემები და პროცედურები საეჭვო შეკვეთებისა და გარიგებების გამოვლენისა და შეტყობინების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ამ პირს გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ რომელიმე ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შეკვეთა ან გარიგება, განთავსებული ან აღსრულებული ვაჭრობის ადგილზე ან მის გარეთ, წარმოადგენს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციას ან საბაზრო მანიპულაციას ან ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციის ან საბაზრო მანიპულაციის მცდელობას, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს საკუთარი ეჭვის შესახებ მე-3 პუნქტის შესაბამისად.

3. 22-ე მუხლის გათვალისწინებით, პირი, რომელიც პროფესიონალურ დონეზე ამზადებს ან აღასრულებს გარიგებებს, ვალდებულია, დაიცვას შეტყობინების წესი, რომელიც მოქმედებს იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც ეს პირია რეგისტრირებული ან სადაც მას აქვს სათაო ოფისი, ფილიალის შემთხვევაში კი, იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც ფილიალია განთავსებული. შეტყობინება იგზავნება ამ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მისამართზე.

4. მე-3 მუხლში მითითებული კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც იღებენ შეტყობინებას საეჭვო შეკვეთებისა და გარიგებების შესახებ, ამგვარ ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემენ შესაბამისი ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოებს.

5. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს:

შესაბამის მექანიზმებს, სისტემებსა და პროცედურებს, რათა პირებმა დააკმაყოფილონ 1-ელ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული მოთხოვნები;

შეტყობინების ნიმუშებს, რომლებიც პირებმა უნდა გამოიყენონ, რათა დააკმაყოფილონ 1-ელ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული მოთხოვნები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.

თავი 3

გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნე