1. საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობისას, საბაჟო წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს, რომ იგი მოქმედებს წარმოდგენილი პირის მაგივრად და უნდა განსაზღვროს არის თუ არა მითითებული წარმომადგენლობა პირდაპირი ან არაპირდაპირი.

პირი, რომელიც არ მიუთითებს, რომ მოქმედებს როგორც საბაჟო წარმომადგენელი ან რომელიც მიუთითებს, რომ მოქმედებს როგორც საბაჟო წარმომადგენელი ამ ძალაუფლების მინიჭების გარეშე, ითვლება რომ მოქმედებს საკუთარი სახელით და საკუთარი თავისთვის.

2. საბაჟო ორგანოებმა შესაძლებელია იმ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მოქმედებენ როგორც საბაჟო წარმომადგენლები, მოსთხოვოს წარმოდგენილი პირის მიერ მინიჭებული ძალაუფლების მტკიცებულების წარდგენა.

კონკრეტულ შემთხვევებში, საბაჟო წარმომადგენლები არ არიან ვალდებულნი წარადგინონ ასეთი მტკიცებულება.

3. საბაჟო ორგანოები იმ პირებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც საბაჟო წარმომადგენლები და ახორციელებენ მოქმედებებსა და ფორმალობებს რეგულარულად, არ ავალდებულებს ძალაუფლების მინიჭების მტკიცებულებების წარდგენას თითოეული გარემოებისას, რადგან ასეთი პირის პოზიციის გათვალისწინებით მას შეუძლია მტკიცებულების წარდგენა საბაჟო ორგანოების მიერ მოთხოვნისა