1. თუ პირი შეიტანს განცხადებას საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე, მან უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს რამდენიმე პირის მიერ და რამდენიმე პირის მიმართ, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, კომპეტენტური საბაჟო ორგანოები მდეობარეობენ იქ, სადაც განმცხადებლის საბაჟო მიზნებისთვის განკუთვნილი მთავარი ანგარიშები ინახება ან ხელმისაწვდომია და სადაც ხორციელდება იმ აქტივობების ნაწილი მაინც, რომელზეც გადაწვყეტილება ვრცელდება.

2. საბაჟო ორგანოები დაუყოვნებლივ და გადაწყვეტილების მიღებაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში ადასტურებენ შესრულდა თუ არა განცხადების მიღებისთვის საჭირო პირობები.

როდესაც საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ განცხადება მოიცავს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციას, ის აცნობებს განმცხადებელს ინფორმაციის მიღების შესახებ პირველი აბზაცით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში.

3. კომპეტენტური საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას 1-ლი პუნქტის თანახმად და აცნობებს ამის შესახებ განმცხადებელს დაუყოვნებლივ და განცხადების მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 120 დღის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.

როდესაც საბაჟო ორგანოები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში, ისინი აცნობებენ განმცხადებელს ამ ფაქტის შესახებ ამ დადგენილი ვადის გასვლამდე, ასახელებენ რა მიზეზებს და უთითებენ დამატებით ვადას, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, დამატებითი ვადა არ აღემატება 30 დღეს.

მეორე აბზაცის დაურღვევლად, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გაზარდონ გადაწყვეტილების მიღების ვადა, როგორც გათვალისწინებულია საბაჟო კანონმდებლობის მიერ, თუ განმცხადებელი მოითხოვს ამას ცვლილებების განსახორციელებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პირობებისა და კრიტერიუმების შეფასება. ეს ცვლილებები და მათ განსახორციელებლად საჭირო დამატებითი ვადა ეცნობება საბაჟო ორგანოებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ვადის გახანგრძლივების შესახებ.

4. გარდა გადაწყვეტილებით ან საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, გადაწყვეტილება ძალაში შედის მაშინ, როდესაც განმცხადებელი იღებს მას ან უნდა მიეღო იგი. გარდა 45(2)-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს აღსრულებადი საბაჟო ორგანოების მიერ ამ თარიღიდან.

5. გარდა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, გადაწყვეტილება რჩება ძალაში დროის შეზღუდვის გარეშე.

6. ისეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც უარყოფითად მოქმედებს განმცხადებელზე, საბაჟო ორგანოები იმ საფუძვლებს, რომელზე დაყრდნობითაც აპირებენ გადაწყვეტილების მიღებას მიაწვდიან განმცხადებელს, რომელსაც ეძლევა საშუალება გამოხატოს თავისი შეხედულება განსაზღვრულ ვადაში, იმ თარიღიდან როდესაც განმცხადებელი იღებს ინფორმაციას ან უნდა მიეღო იგი. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, განმცხადებელს უნდა ეცნობოს გადაწყვეტილების შესახებ, შესაფერისი ფორმით.

პირველი აბზაცი არ ვრცელდება არც ერთ შემდეგ შემთხვევაზე:

(a) როდესაც იგი ეხება 33(1)-ე მუხლში მითითებულ გადაწყვეტილებას;

(b) სატარიფო კვოტის შეღავათებზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ მიღწეულია განსაზღვრული სატარიფო კვოტა 56(4)-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად;

(c) როდესაც ეს აუცილებელია საფრთხის ბუნებიდან ან დონიდან გამომდინარე ევროკავშირისა და მისი მაცხოვრებლების დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის, ადამიანის, ცხოველის ან მცენარის ჯანმრთელობისთვის და გარემოსა და მისი მომხმარებლებისთვის;

(d) როდესაც გადაწყვეტილების მიზანია სხვა გადაწყვეტილების განხორციელების უზრუნველყოფა, რაზეც ვრცელდება პირველი აბზაცი, დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის დაურღვევლად;

(e) თუ ზიანი ადგება თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაწყებულ გამოძიებას;

(f) სხვა კონკრეტულ შემთხვევებში.

7. გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს განმცხადებელზე, უნდა განსაზღვრავდეს საფუძველს, რომელზეც ის არის დაფუძნებული და მიუთითებდეს 44-ე მუხლით გათვალისწინებულ გასაჩივრების უფლებაზ