კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:
(a) 22(1)-ე მუხლის მესამე აბზაცის გამონაკლისი;
(b) 22(2)-ე მუხლში მითითებული განცხადების მიღების პირობები;
(c) კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების ვადა, მათ შორის, ამ ვადის შესაძლო გაგრძელების ჩათვლით, 22(3)-ე მუხლის შესაბამისად;
(d) 22(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, თუ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი განსხვავდება იმ თარიღისგან, როდესაც განმცხადებელი იღებს მას ან უნდა მიეღო იგი;
(e) 22(5)-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, თუ გადაწყვეტლება არ არის ძალაში დროის შეზღუდვის გარეშე;
(f) 22(6)-ე მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული დროის მონაკვეთის ხანგრძლივობა;
(g) 22(6)-ე მუხლის მეორე აბზაცის (f) ქვეპუნქტში მითითებული კონკრეტული შემთხვევები, თუ განმცხადებელს არ ეძლევა საშუალება გამოხატოს თავისი შეხედულება;
(h) 22(4)-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების ხელახალი შეფასებისა და მოქმედების შეჩერების შემთხვევები და წესებ